სიახლეები
პიროვნება

„მშობლებს ვურჩევდი იმეგობრონ შვილებთან“- წერეთლის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა მაჭარაშვილი
24-02-2021
-
+


ონლაინ სწავლებაზე, ახალ მიდგომებსა და უნარ-ჩვევებზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის წერეთლის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა მაჭარაშვილი გვესაუბრა. როგორც ბლიც - ინტერვიუში დირექტორი აღნიშნავს, 2020 წელი გამოწვევების დაძლევისა და ახალი გამოცდილების წლად ითვლება.

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა...


- რომ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- დისტანციური მიდგომები ერთმანეთთან და გაკვეთილებთან დაკავშირებით. გამოგვიმუშავდა ახალი უნარ-ჩვევები დროისა და ურთიერთობის მართვის საკითხში, დაგვაუფლა ტექნოლოგიურ სიახლეებს და მოგვცა საშუალება რთულ სიტუაციებში, როცა ფიზიკური ურთიერთობა შეუძლებელი იყო, არ ჩავარდნილიყო სასწავლო პროცესი.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- როგორც გამოწვევებისა და მართვის დაძლევის, ახალი გამოცდილების მიღების წლად.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- როცა ამბობენ, რომ ბავშვები პასუხისმგებლობითა და ინტერესით ერთვებოდნენ ონლაინ გაკვეთილებში. ასევე ის, რომ თვითონ ქმნიდნენ ისეთ სასწავლო რესურსებს, რომლებიც ხელს უწყობდა მოსწავლეების დაინტერესებას.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- უფრო სწორად გამიკვირდებოდა ეთქვათ, რომ ვერაფერი შეიძინეს ონლაინ სწავლების დროს ან არ უნდოდათ გაკვეთილებზე დასწრება. მინდა აღვნიშნო, რომ დისტანციური სწავლების დროს სრული მობილიზაცია იგრძნობოდა, როგორც მასწავლებლების, ასევე  მოსწავლეების მხრიდანაც.

- მშობლებს ვურჩევდი...

- უფრო მეტად ჩაერთონ სასწავლო პროცესში,  ხშირად ესაუბრონ თავიანთ შვილებს სხვადასხა საკითხზე. უპირველეს ყოვლისა, იმეგობრონ მათთან.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- მოსწავლეებსა და სკოლაზე. მოსწავლეებზე, რომლებმაც საქართველოს მომავალი შექმნან და სკოლაზე, რომელმაც ისინი სრულყოფილ მოქალაქეებად უნდა ჩამოაყალიბოს. ამ რთულ პროცესში კი ყველაზე დიდი მისია პედაგოგებს აკისრიათ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება