სიახლეები
პიროვნება

„დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში“ - ნონა გაზდელიანი, ხოფურის საჯარო სკოლის დირექტორი
24-02-2021
-
+


„ონლაინ სწავლებამ კარგად დაგვანახა, რომ ციფრული ტექნოლოგიებისა და წიგნიერების განვითარება სერიოზული გამოწვევაა განათლების სისტემისთვის“, - აღნიშნული განცხადება etaloni.ge-სთვის მიცემულ ბლიც-ინტერვიუში ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნონა გაზდელიანმა გააკეთა.

მისი თქმით, ონლაინ სწავლების დროს, ცხადი გახდა, რამდენად მნიშვნელოვანია სკოლებისთვის ავტონომიურობის ქონა.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...


- ის, რომ არამარტო კორონავირუსის, არამედ ნებისმიერი ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, მნიშვნელოვანია, სიფრთხილის ზომების გატარება საკლასო ოთახებსა და სკოლის სხვა სივრცეებში. კოვიდ-პანდემიამ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. რაც ეს ვირუსი საქართველოში გავრცელდა, ბევრმა ადამიანმა თავის ცხოვრებას სხვა თვალით შეხედა და გადაახალისა. ადრე ადამიანები არ ფიქრობდნენ სხვა ადამიანების ცხოვრებაზე. მათ უფრო მეტად დააფასეს ერთმანეთი. ვისწავლეთ უმთავრესი – დავიცავთ საკუთარი თავი და დავიცვათ სხვისი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- ონლაინ სწავლებამ კარგად დაგვანახა, რომ ციფრული ტექნოლოგიებისა და წიგნიერების განვითარება სერიოზული გამოწვევაა განათლების სისტემისთვის. შექმნილმა ვითარებამ ასევე დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, სკოლას ჰქონდეს უფრო მეტი ავტონომიურობა; დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების სითამამე და უნარი, რათა შეძლოს კრიზისულ ვითარებაში საკუთარი საჭიროებების თვითშეფასება, რეაგირება და უფრო სწრაფად ადაპტირება.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- 2020 წელმა ბევრი რამ გვასწავლა. პირველ რიგში, ის, რომ როცა ერთი კარი იხურება, მეორე იღება. მთავარია, სიახლეებთან და გამოწვევებთან ადაპტირება დროულად შევძლოთ, რათა არ ვთქვათ უარი იმ მთავარ ღირებულებებზე, რომელიც განათლების სისტემას გააჩნია.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- ის, რომ მასწავლებლისთვის მთავარია არ გაჩერდეს; იყოს შრომისმოყვარე, შეძლოს მოსწავლის თვალით შეხედოს სამყაროს. და მე ბედნიერი ვარ იმით, რომ მე ასეთი მასწავლებლები მყავს...

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- თუ ვიმსჯელებთ იმ კუთხით, რომ ბავშვები ყველაზე კანონმორჩილები არიან და მხოლოდ პატივისცემაზე ორიენტირებული მიდგომა სჭირდებათ, სკოლა ორიენტირებულია მათ უფლებებზე ... დღეს მოსწავლისა და მასწავლებლის უფლებები თითქმის გათანაბრებულია, ამიტომ პირიქით, არც უნდა გვიკვირდეს ის, რომ მოსწავლეები ამ ყველაფერს უმეტესად თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ... ეს კარგია, მაგრამ მათი ერთ სიბრტყეზე განხილვა არასდროს არ არის მართებული.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მშობელმა უფრო კარგად იცის თავისი შვილის ხასიათი. პულსზე უნდა ჰქონდეს ხელი სკოლასთან ურთიერთობისას და ყველაზე მეტად ამ ეტაპზე რაც გვჭირდება, არის უსაფრთხოების ყველა ზომა, რაც დასაცავია. მშობლებმა უნდა იზრუნონ, რომ რაც შეიძლება მეტი ყურადღება დაუთმონ ბავშვის სწავლებას. დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- მუდმივად ვფიქრობ იმაზე, რომ ამხელა პასუხისმგებლობის გრძნობასა და ცოდნისკენ სწრაფვას გაფრთხილება და შენარჩუნება უნდა…

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დირექტორი მე-8 კლასელების მდგომარეობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ისინი ახლა სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ არიან 

ცოდნისა და წიგნიერების დღესასწაული იზრუნელებისთვის - izrune.ge მასშტაბურ ღონისძიებებს თბილისსა და ბათუმში ჩაატარებს

ბაღის აღმზრდელებისაა და დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის კონკურსი გამოცხადდა - ვადები და დეტალები

ეროვნულების გარეშე უმაღლესში ჩარიცხვის წესში ცვლილება შევიდა - ვის ეხება მინისტრის ბრძანება

სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის მარშრუტები შეიცვალა - დეტალები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ცერემონიალზე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სამხატვრო კონკურსის შედეგები გამოცხადდა

მოსწავლეებზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა მუზეუმის კოლექციამ


საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება