მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
22 თებერვალს, ვანის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის პირველი შეხვედრა გაიმართა.
კლუბის წევრებმა მონაწილის ანკეტები შეავსეს, მიზნები და ამოცანები განსაზღვრეს და სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს.
„დღეს ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის პირველი შეხვედრა ბუშტებით და ხალისით აღვნიშნეთ, დღეს ჩვენი კლუბის დაბადების დღეა, შევავსეთ მონაწილის ანკეტები. განვსაზღვრეთ ჩვენი მიზნები და ამოცანები, შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა და მზად ვართ შევცვალოთ მსოფლიო....
კლუბის დებულება
მუხლი 1. დებულებით რეგულირებული ურთიერთობები
წინამდებარე დებულება (შემდგომში - დებულება) განსაზღვრავს სამოქალაქო კლუბის მუშაობის ძირითად პრინციპებს, საქმიანობის მიმართულებებს, კლუბის ლიდერის, წევრების, უფლება-მოვალეობებს, ასევე სამოქალაქო კლუბის საქმიანობის სფეროსა და შედეგებს.
მუხლი 2. სამოქალაქო კლუბის მიზნები და ამოცანები
სამოქალაქო კლუბის მთავარი მიზნებია:
1. ახალგაზრდების, როგორც აქტიური მოქალაქეების გაძლიერება და კლუბური ინიციატივების
განხორციელების ხელშეწყობა სკოლებში;
2. ახალგაზრდების დახმარება ცოდნის ამაღლებაში, შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში, გამოცდილების შეძენაში, დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაში;
3. ახალგაზრდების გააქტიურება, ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში;
4. სამოქალაქო განათლებისა და თემის განვითარების ხელშეწყობა;
5. მოზარდებში სამოქალაქო უნარ-ჩვევების და პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობა;
6. მოსწავლეთათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება და გამომუშავება; ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება.
7. განათლების და ინფორმირების მდგრადი გარემოს შექმნა;
მუხლი 3. სამოქალაქო კლუბის ფუნქციები:
1. სამოქალაქო კლუბის აქვს საკონსულტაციო ფუნქცია ისეთ საკითხებზე როგორიცაა:
¸ სკოლის სხვადასხვა შიდა და სათემო პრობლემის გადაწყვეტა;
¸ მოსწავლეების ინტერესების დაცვა სკოლის ადმინისტრაციასთან;
¸ სხვადასხვა სასკოლო და სკოლის გარეშე სათემო აქტივობების ინიცირება და განხორციელება;
¸ ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობა და ახალგაზრდების ინტერესების
დაცვა;
ახალგაზრდების ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
მჭიდრო თანამშრომლობა სკოლის ადმინისტრაციასთან, საგანმანათლებლო რესურს ცენტრთან, არასამთავრობო, საერთაშორისო, ბიზნეს და მედია სამსახურების წარმომადგენლებთან და მათთან ერთად სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
მოსწავლეებში სამოქალაქო განათლების სწავლისა და საგანმანათლებლო/სათემო პროექტებში
მონაწილეობის წახალისება
კლუბის მოვალეობაა:
ა) განსჯა;
ბ) რჩევა;
გ) განხილვა
დ) დამტკიცება
მუხლი 4. სამოქალაქო კლუბის მოღვაწეობის პრინციპები
სამოქალაქო კლუბის მოღვაწეობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: კანონიერებას, ჰუმანიზმს,
კეთილსინდისიერებას, სოციალურ სამართლიანობას; დამოუკიდებლობას, კოლეგიალურობას.
სამოქალაქო კლუბი იმუშავებს 4 ძირითადი მიმართულებით:
1.საგანმანათლებლო ჯგუფი
2.საინფორმაციო ჯგუფი
3.სოციოლოგიური ჯგუფი
4.ადვოკატირების ჯგუფი
თითოეულ ჯგუფი კლუბის წევრებთან კონსულტაციების საფუძველზე შეადგენს სამოქმედო გეგმას და განახორციელებს რიგ აქტივობებს.
საგანმანათლებლო ჯგუფის წევრები ორგანიზებას გაუკეთებენ სადისკუსიო კლუბის შეხვედრებს,
ტრენინგ-სემინარებს, თანატოლთა განათლების აქციებს, სადისკუსიო კლუბის შეხვედრებს, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო საკითხებზე.
საინფორმაციო ჯგუფი იმუშავებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ანალიზი, გავრცელება. კლუბის წევრები ინფორმაციას მოიპოვებენ და გაცვლიან ონლაინ რეჟიმში.
სამოქალაქო კლუბის ბაზაზე დაფუძნდება საინფორმაციო ცენტრი, რომლის მიზანი იქნება
მოსწავლეთა განვითარებისა და თვითრეალიზების ხელშეწყობა საინფორმაციო მხარდაჭერის გზით.
ცენტრის ძირითადი ამოცანები იქნება: ახალგაზრდულ შესაძლებლობათა შესახებ მოსწავლეების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა, მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესებში.
საინფორმაციო ცენტრი იმუშავებს 2 ძირითადი მიმართულებით - ფორმალური და არაფორმალური მიმართულებებით.
საინფორმაციო ჯგუფი აქტიურად ითანამშრომლებს ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან.
სოციოლოგიური ჯგუფი წევრები ორგანიზებას გაუკეთებენ კვლევებს მათთვის აქტუალურ და
საინტერესო საკითხებზე, შეისწავლიან ზოგად სიტუაციას. ჯგუფის წევრები საჭიროებებიდან
გამომდინარე მოამზადებენ თავიანთ წინადადებათა პაკეტს და მოაწყობენ კვლევის პრეზენტაციებს.
ადვოკატირების ჯგუფი იმუშავებს საპროექტო წინადადებების მომზადებაზე და დაამყარებს
თანამშრომლობას სხვადასხვა ორგანიზაციებთან, განახორციელებს აქციებს მოსწავლეთა
ინტერესების დასაცავად, მონიტორინგს გაუკეთებს განხორციელებულ სამუშაოებს და შეიმუშავებს სამომავლო მოკლე და გრძელვადიან გეგმებს.
მუხლი 5. სამოქალაქო კლუბის წევრი
სამოქალაქო კლუბის წევრი შეიძლება გახდეს მოსწავლე, რომელიც გამოთქვამს კლუბში გაწევრიანების სურვილს, იზიარებს კლუბის მიზნებს, წარმოადგენს საკუთარ ხედვებს და წინადადებებს კლუბის ეფექტური საქმიანობის წარმართვის მიზნით.
წევრობა არის ნებაყოფლობითი და სამოქალაქო კლუბის წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა რომელიმე ორგანიზაციის ან გაერთიანების წევრი.
კლუბის წევრობის მსურველი ვალდებულია შეავსოს და ხელი მოაწეროს სამოქალაქო კლუბის წევრობის ანკეტას.
სამოქალაქო კლუბის წევრების ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით კლუბის წევრი შეიძლება გაირიცხოს კლუბიდან, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს ან იგი უხეშად არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
წევრთა უფლება-მოვალეობანი
სამოქალაქო კლუბის წევრს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობდეს კლუბის სამუშაო შეხვედრების მუშაობაში;
ბ) შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს კლუბის პროგრამებში და ღონისძიებებში;
გ) მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია კლუბის ლიდერისაგან და წევრებისაგან კლუბის საქმიანობის შესახებ;
დ) ისარგებლოს კლუბის სახელით მესამე პირებთან მოლაპარაკებების დროს;
სამოქალაქო კლუბის წევრი მოვალეა:
ა) დაიცვას კლუბის დებულება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
ბ) გაუფრთხილდეს კლუბის ღირსებას და ავტორიტეტს;
გ) აქტიური მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქო კლუბის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და საკუთარი
წვლილი შეიტანოს კლუბის ეფექტურ ფუნქციონირებაში.
მუხლი 6. სამოქალაქო კლუბის ლიდერი
კლუბის ლიდერი აირჩევა ფარული კენჭისყრის საფუძველზე;
კლუბის ლიდერის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს კლუბის წევრებს და სკოლის
ადმინისტრაციას;
კლუბის ლიდერის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება შესაბამისად ახალი ლიდერის არჩევამდე;
კლუბის ლიდერი:
ა) წარმართავს კლუბის საქმიანობას;
ბ) ხელმძღვანელობს და უძღვება სამუშაო შეხვედრებს;
გ) წარმოადგენს კლუბს სხვა პირებთან ურთიერთობაში;
დ) კლუბის წევრებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად წყვეტს კონკრეტული მიზნით
შექმნილ კოალიციებში გაერთიანების საკითხს;
ე) კლუბის წევრებთან ერთად ქმნის კლუბის გრძელ და მოკლე ვადიან სამუშაო გეგმას;
ვ) ისმენს კლუბის წევრების მოსაზრებებს, წინადადებებს და ანგარიშებს;
ზ) კლუბის წევრებთან ერთად განსაზღრავს ღონისძიებების დეტალურ გეგმას და საჭიროებებს;
თ) ხელმძღვანელობს სამოქალაქო განათლების პროგრამების მუშაობას სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად;
ი) უზრუნველყოს საინფორმაციო კამპანიების, დებატების ორგანიზების, სხვადასხვა აქტუალურ
საკითხებზე და სათემო პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული აქტივობების, სპეციალური სტუმრების მიწვევის, ტრენინგების, სემინარების, სადისკუსიო კლუბის შეხვედრების, ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვას და განხორციელებას;
კ) თითოეული ღონისძიების დასრულების შემდეგ ამზადებს ანგარიშს;
ლ) ასრულებს სხვა ფუნქციებს საჭიროების შემთხვევაში.
თავი II
დებულება ზოგადი ეთიკის შესახებ
მოცემული დებულება არეგულირებს სამოქალაქო კლუბის სამუშაო ეთიკის ნორმებს და ვრცელდება ყველა წევრზე.
1. კლუბის წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს კლუბის პრესტიჟსა და სახელს, უფრთხილდებოდეს მას და ზრუნავდეს მის განვითარებაზე, თავისი ქმედებითა თუ უმოქმედობით არ ლახავდეს მას, მოქმედებდეს მაღალი ადამიანური ღირსებით კლუბის მიერ დაკისრებული ფუნქციებისა თუ მისიის განხორციელებისას.
2. კლუბის წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს და პატივს სცემდეს კლუბის დებულებას, ადათსა და დადგენილ ნორმებს. პატიოსნად და ნაყოფიერად ახორციელებდეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ამართლებდეს მინიჭებულ ნდობას.
3. კლუბის ყველა წევრი და ლიდერი უფლებამოსილია გონივრულად ისარგებლოს და გამოიყენოს კლუბის სახელი, კლუბის პროგრამები, პროექტები, განხორციელებული საქმიანობების ანგარიშები, მათგან გამომავალი დასკვნები და მიგნებები, ლიტერატურა, საქმიანობისას გამომუშავებული სასწავლო მეთოდოლოგია, საქმიანობისას მიღებული ინფორმაცია, განხორციელებული საქმიანობის ან პროგრამის გაგრძელებები და ყველაფერი, რისი შემუშავებაც მოხდა კლუბში, წარმოადგენს კლუბის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას.
4. სამოქალაქო კლუბის სახელის ბოროტად გამოყენება, სამუშაო პროცესში მიღებული შიდა ინფორმაციით მანიპულირება (მისი არადროული გადაცემა, დაფარვა, საჯაროდ გავრცელება) პირადი მოგების მიზნით განიხილება უხეშ დარღვევად.
სამოქალაქო კლუბის სამუშაო პერიოდი
ა) სამოქალაქო კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხვევა სკოლის სასწავლო სემესტრს;
ბ) სამოქალაქო კლუბი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
გ) კლუბის სამუშაო საათები იწყება საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ.
სამოქალაქო კლუბის შექმნის აქტუალობა
კლუბი არის საერთო ინტერესების ან მიზნების მქონე ადამიანების ნებაყოფლობითი გაერთიანება. სამოქალაქო კლუბი ხელს უწყობს სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას როგორც სასკოლო საზოგადოებაში, ისევე თემში.
კლუბის შექმნის აქტუალობა: ჩვენს სკოლაში სამოქალაქო კლუბის დაარსების ინიციატორები თავად მოსწავლეები იყვნენ, სწორედ მათი ინტერესების შესაბამისად სამოქალაქო კლუბის მასწავლებლის ხელშეწყობით გადაწყდა სამოქალაქო კლუბის შექმნა სკოლაში, რათა მოსწავლეებს მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა სახის კლასგარეშე აქტივობებში. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მსგავსი აქტივობები მოზარდის აკადემიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას უწყობს ხელს.
პროექტისგან განსხვავებით, კლუბები უფრო ხანგრძლივ თანამშრომლობას გულისხმობენ. კლუბი გრძელვადიანი გაერთიანებაა, რომლის შემადგენლობა შეიძლება იცვლებოდეს, მაგრამ მუშაობის ძირითადი მიმართულებები უცვლელი დარჩეს. სამოქალაქო კლუბის არსებობა წლების მანძილზეა შესაძლებელი. ჩვენი კლუბის დაარსების დღიდან წევრთა რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა.
კლუბის წევრებს კარგად ესმით სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული თითოეული მოქალაქის ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სამოქალაქო განათლების კუთხით სხვადასხვა მიმართულებები იკვეთება: შესაბამისი ცოდნის მიღება და უნარ-ჩვევების განვითარება , ჩართულობისას ფუნქციების გადანაწილება, მონაწილეობა და ადვოკატირება, ეფექტური დიალოგის წარმართვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა . ინტერესების და უფლებების დაცვა. ბავშვებს ეძლევათ განვითარების,საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობები, ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება თეორიული ცოდნის პრაქტიკულ დონეზე გამოყენება, რაც იწვევს მოტივაციის ამაღლებას, იზრდება ინტერესი და ჩართულობა.
კლუბური მუშაობა ხელს უწყობს გამჭოლი კომპეტენციების და 21-ე საუკუნის შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რომელთა ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში თვითრეალიზებისა და სათანადო ადგილის დამკვიდრებისათვის“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სსუ-ს რექტორმა ზურაბ ხონელიძემ და „ეტალონისა" დამფუძნებელ გოჩა ტყეშელაშვილმა შეხვედრაზე ერთობლივ გეგმებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მოსწავლეთა თვალებიდან წამოსული სითბოა, რაც მაგრძნობინებს მათ მზაობას ჩემს მოსასმენად“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს