სიახლეები
სკოლები

ახალციხის N5 საჯარო სკოლა რეკომენდაციებს ზედმიწევნით იცავს
25-02-2021
-
+


ახალციხის N5 საჯარო სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოების ინფორების მიზნით კიდევ ერთხელ ავრცელევს ინფორმაციას იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც სკოლა Covid-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ  ახორციელებს, როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან, ასევე სკოლაში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებით.

1. ტემპერატურის გაზომვა დისტანციურად

სკოლის შესასვლელთან ხორციელდება თერმოსკრინინგი, რათა გაკონტროლდეს როგორც მასწავლებლების, მოსწავლებისა და მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, ასევე თანამშრომელთა და სკოლაში მომსვლელი ნებისმიერი ვიზიტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა. თერმოსკრინინგის დროს დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურის ხელმეორედ გადამოწმების მიზნით, სკოლის შესასვლელში მოწყობილია შესაბამისი მოსაცდელი სივრცე. მოსაცდელ სივრცეში გადაყვანილი პირისთვის 37.0С ან 37.0С -ზე მეტი ტემპერატურის განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში, პირი არ დაიშვება სკოლის ტერიტორიაზე.

2. იმ პირთა დაუყოვნებელი იზოლაციის პოლიტიკა და პროცედურები, რომელთაც აღენიშნებათ COVID-19-ის ნიშნები ან/და სიმპტომები;

• დაუშვებელია რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.) პირების (მასწავლებლების, თანამშრომლების და მოსწავლეების) დაშვება სკოლის შენობაში;

• თერმოსკრინინგისას ცხელების - 37.0С ან 37.0С -ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება ტემპერატურის გადამოწმებას ვერცხლისწყლის თერმომეტრით 15 წუთიან შუალედში, მოსაცდელ სივრცეში. ყოველი გამოყენების შემდეგ ვერცხლისწყლის თერმომეტრი მუშავდება სადეზინფექციო ხსნარით ან აღნიშნული თერმომეტრის გამოყენება ხდება ერთჯერადად;

  • სიცხის გადამოწმების შემდეგ 37.0С ან 37.0С -ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში:

ა) ნებისმიერი პირი არ დაიშვება სკოლაში და ვალდებულია მიმართოს ოჯახის ექიმს;

ბ) მოსწავლე (პირბადით) განათავსდება წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში. სკოლა დაუყოვნებლივ დაუკავშირდება მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც ვალდებულია იზრუნოს მოსწავლის სკოლიდან დროულად გაყვანაზე;

გ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია დაუკავშიდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად, გადამისამართების მიზნით;

დ) საიზოლაციო ოთახში მყოფი ყველა პირი (მათ შორის, მოსწავლე) აღჭურვილი იქნება შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. მოსწავლეები არ რჩებიან საიზოლაციო ოთახში მეთვალყურეობის გარეშე;

  • საიზოლაციო მიზნებისთვის გამოყენებული ოთახი აკმაყოფილებს შესაბამისი უწყების მიერ შემუშავებულ ყველა პირობას:

ა) ოპტიმალური ბუნებრივი ვენტილაცია;

ბ) აღჭურვილია დასაჯდომი/მოსასვენებელი საშუალებებით (სკამი/სავარძელი/ტახტი);

გ) ხელმისაწვდომი ხელის ჰიგიენის საშუალებები;

დ) ყოველი გამოყენების შემთხვევაში საიზოლაციო ოთახის სველი წესით დამუშავება.

  • რესპირატორული სიმპტომების (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.), ან ცხელების სასწავლო პროცესის დროს გამოვლენის შემთხვევაში, მოსწავლე და სხვა პირი (პირბადით) დროებით გადაყვანილი იქნება საიზოლაციო ოთახში. მოსწავლის შემთხვევაში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად გადამისამართების მიზნით.
  • სკოლაში ცხელების, რესპირატორული სიმპტომების დაფიქსირების ყველა შემთხვევის შემდგომ მოსწავლეების, მასწავლებლებისა და თანამშრომლების სასწავლო დაწესებულებაში დაშვება ხდება ექიმის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე (COVID-19 -ით ინფიცირების არ არსებობის შემთხვევაში);
  • მოსწავლის/მასწავლებლის/თანამშრომლის ოჯახის წევრის დაინფიცირების შემთხვევაში, სასკოლო პროცესს ჩამოშორდება მხოლოდ კონკრეტული მოსწავლე/მასწავლებელი/თანამშრომელი და ეს ვითარება არანაირად არ გავრცელდება იგივე კლასის სხვა მოსწავლეებზე ან მასწავლებლებზე.

3. COVID-19-ს რომელიმე მოსწავლის ან თანამშრომლისთვის დადასტურების შემთხვევაში მოხდება სკოლის მთელი შენობის დეზინფექცია. ამასთან, სკოლის ადმინისტრაცია განსაზღვრავს ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებს მოსწავლეებს/მასწავლებლებს/თანამშრომლებს შორის და უზრუნველყოფს, რომ სამსახურში არ გამოცხადდნენ COVID-19-ით დაავადებულ პირთან/პირებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი პერსონალი;

  • კონტაქტების მოსაძიელბლად სკოლა ხელმძღვანელობს „კონტაქტირებული პირის“ განმარტებით.
  • მოსწავლის დაინფიცირების შემთხვევაში, კონტაქტირებულებად ჩაითვლებიან ძირითადად თანაკლასელები, ცალკეულ შემთხვევებში კი, სკოლის თანამშრომლები.

4. რისკის განსაზღვრა ხდება შემდგი პროტოკოლით:

მასწავლებლის დაინფიცირების შემთხვევაში, გადამდებლობის სარისკო პერიოდში (სიმპტომების დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში და შემდეგ; უსიმპტომო მიმდინარეობის შემთხვევაში, დიაგნოსტირებამდე 48 საათის განმავლობაში და შემდეგ) გაკვეთილების ჩატარებისას, კონკრეტული კლასის მოსწავლეები კონტაქტირებულად ჩაითვლებიან იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მასწავლებელი მოძრაობდა კლასში და არ იცავდა მინიმუმ 1 მეტრის დისტანციას თითოეული მოსწავლის მიმართ;

ბ) მასწავლებელს არასწორად ეკეთა ან საერთოდ არ ეკეთა პირბადე;

გ) მოსწავლეთა დაინფიცირების რისკი მინიმალურია იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს გაკვეთილის მსვლელობისას სრულყოფილად ჰქონდა მორგებული პირბადე, იცავდა დისტანციას და ხდებოდა საკლასო ოთახის ბუნებრივი ვენტილაცია;

დ) კონტაქტირებულად ჩაითვლებიან მასწავლებლები/თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს დახურულ სივრცეში, პირბადის გარეშე, 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით, 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდა კონტაქტი;

ე) სკოლის სხვა თანამშრომლების (მანდატური, დარაჯი, ექთანი, დამლაგებელი და სხვ.) დაინფიცირების შემთხვევაშიც, მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები უზრუნველყოფენ მათთან მაღალი რისკის კონტაქტში მყოფი თანამშრომლების იდენტიფიცირებას და მათი თვითიზოლაციის/კარანტინის ხანგრძლივობის დაზუსტებას.

5. ვირუსის გავრცელების რისკ ჯგუფის წარმომადგენელი პირების ფიზიკური იზოლირება დანარჩენი თანამშრომლებისგან.

ამ რისკ ჯგუფში შევა ყველა დასაქმებული და ვიზიტორი, თუ:

  • - ბოლო 12 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ პირთან/პირებთან (მათ უნდა გაიარონ თვითიზოლაცია/კარანტინი შესაბამისად დადგენილი წესით);
  • - აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.);
  • - მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეებს: 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები.

6. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური სამსახურიდან, კონტაქტირებულთა თვითიზოლაციის/კარანტინის ვადების თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რესურს-ცენტრთან თანამშრომლობით, სკოლა იღებს გადაწყვეტილებას სასწავლო პროცესის გაგრძელების ფორმასთან დაკავშირებით.

  • განსხვავებულ სიტუაციაში ან საჭიროებიდან გამომდინარე სკოლა იხელმძღვანელებს მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის მიერ მოწოდებული რეკომენდაციებით.

7. სკოლის სამუშაო სივრცის დეზინფექცია და სადეზინფქციო საშუალებები

  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სკოლა უზრუნველყოფილია COVID-19-ის პრევენციისთვის საჭირო რესურსების მარაგებით კერძოდ, დეზობარიერები და დეზობარიერის სითხეები, იატაკის მოვლისა და ზედაპირების დასამუშავებელი სითხეები, ხელის სადეზინფექციო სითხეები , თერმომეტრები და პირბადეებით;
  • სკოლა უზრუნველყოფს გამოყენებად სამუშაო ინვენტარისა და მოწყობილობების დამუშავებას რამდენჯერმე დღეში შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით. სკოლის შენობის/შენობების შესასვლელთან განთავსებულია დეზობარიერები, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით. სამუშაო ადგილზე განთავსებულია ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარები;
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებით სისტემატურ დასუფთავება/დეზინფექცია უტარდება:
  • სამუშაო მაგიდას,კომპიუტერის მონიტორს, კლავიატურას, კომპიუტერის მაუსს, კარის/ფანჯრის სახელურებს, შიდა და გარე ნარჩენების ურნებს, იატაკს, საპირფარეშოებს,მაგიდებს და სკამებს, ელექტრო ჩამრთველებს, ავეჯს;
  • გაკვეთილების მიმდინარეობისას სანიტარიული წერტილების სანიტარიული დასუფთავება ხდება ყოველი დასვენების შემდეგ; ხოლო საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება/სანიტარიული დამუშავება ყოველი ცვლის შემდეგ და სასწავლო დღის შემდგომ;
  • არასაგაკვეთილო დროს სანიტარიული კვანძის მოპირკეთებული ზედაპირების, უნიტაზების, ხელსაბანი ნიჟარების რეცხვა და დეზინფიცირება ხორციელდება დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში 2-ჯერ;
  • სანიტარული კვანძის დასუფთავება ხდება წინასწარ განსაზღრული საპირფარეშოების დასუფთავების წესის, პერიოდულობის, დასუფთავებისთვის განკუთვნილი ინვენტარისა და გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების ნუსხის შესაბამისად;
  • სანიტარიული კვანძის დეზინფექციისთვის გამოიყენება მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ რეგისტრირებული საშუალებები;
  • ხელის დეზინფექციისათვის არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებების დისპენსერები განთვსებულია სკოლის შესასვლელში, საერთო სარგებლობის სივრცეებთან (საიზოლაციო ოთახი, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, სამასწავლებლო, კვების ბლოკი და სხვ.), თითო სართულზე არანაკლებ 2 ცალი. გათვალისწინებულია, რომ ხელების დაბანა წყლითა და საპნით უპირატესია.

8. სამუშაო სივრცის ორგანიზება

  • სასწავლო პროცესი ამ ეტაპისთვის ხორციელდება საკლასო ოთახებში; გაკვეთილის ხანგრძლივობა (30-45 წუთიანი გაკვეთილები);
  • საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო (9:00, 9:35, 13:35) კლასების მიხედვით;
  • დიდი შესვენება (10 წუთი) I-IV კლასის მოსწავლეებისათვის არის მე-2 გაკვეთილის შემდეგ, ხოლო V-XII კლასებისათვის მე-3 გაკვეთილის შემდეგ დანარჩენი შესვენების ხანგრძლივობაა 5 წუთი;
  • სკოლამ მოსწავლეების უსაფრთხოების მიზნით, სასწავლო პროცესი დაგეგმა ორ ცვლაში, პირველ ცვლაში სწავლობს I-VIII კლასის მოსწავლეები, ხოლო მეორე ცვლაში IX -XII კლასები;
  • ნაკადების შესვლა სკოლის ეზოსა და შენობაში, ხდება ნიშნულების გამოყენებით, რომელსაც კონტროლებს მორიგე მასწავლებელი;
  • ნებისმიერი პირის შენობაში შესვლა დასაშვებია პირბადით, დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის ჰიგიენის ჩატარების შემდეგ;
  • მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები შენობაში დაიშვებიან პირბადით. (გარდა იმ მოსწავლისა, რომელსაც აქვს პირბადის ტარებისგან გასათავისუფლებად სათანადო სამედიცინო ჩვენება); 

    მე-5 კლასამდე მოსწავლეებისათვის პირბადის გამოყენება არის სარეკომენდაციო ხასიათის;
  • თუ მოსწავლე არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მაგრამ სათანადო სამედიცინო ჩვენებით არ თავისუფლდება პირბადის ტარებისგან, მშობლის მიმართვის შემთხვევაში, მოსწავლის პირბადის ტარებისგან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი (შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით) ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით;
  • ფანჯრების გაღებით და განიავებით ხდება სრული სამუშაო სივრცის გამუდმებულ რეჟიმში ბუნებრივი ვენტილაცია, ჰაერის განიავება. საკლასო ოთახებში ყოველი შესვენების დროს მასწავლებელი /დამრიგებელი უზრუნველყოფს საკლასო ოთახის განიავებას;
  • სასწავლო ოთახები, ადმინისტრაციული სათავსები და საერთო სარგებლობის ფართები აღჭურვილია გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის განკუთვნილი ნაგვის ყუთებით - კონტეინერებით (დახურული კონტეინერებით, სატერფულით გახსნის შესაძლებლობით), რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. ნარჩენების პარკის ამოიღება და განკარგვა დასაშვებია მხოლოდ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. ასეთი ნარჩენების დროული გატანა მოხდება შესაბამისი პირის მიერ;
  • მასწავლებლის მიერ ჟურნალის გამოყენება ხდება ხელის სათანადო წესით დამუშავების შემდგომ;
  • სასწავლო რესურსები და ნივთები, რომელთა დეზინფიცირება ან გასუფთავება ძნელია, ამოღებულია ხმარებიდან, მაგალითად, ქსოვილისგან დამზადებული თვალსაჩინოებები. მასწავლებლები მაქსიმალურად იკავებენ თავს ჯგუფში მრვალჯერადად გამოსაყენებელი ნივთების ხმარებისგან, აუცილებლობის შემთხვევაში უთითებენ, რომ ხელები დაიბანონ ან დაიმუშაონ მათ გამოყენებამდე და შემდგომ.

9. რესურსოთახი და სსსმ მოსწავლესთან მუშაობა

  • ხორციელდება ყველა იმ ზედაპირის დასუფთავება/დეზინფექცია, რომელთანაც შეხება უწევს სსსმ მოსწავლეს
  • რესურსოთახი უზრუნველყოფილია გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერებით, რომელშიც ჩაფენილია ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი;
  • სსსმ მოსწავლესთან მომუშავე სპეციალისტი შეძლებისდაგვარად ეხმარება სსსმ მოსწავლეებს უსაფრთხო დისტანციის დაცვაში.

10. კვების ბლოკი

სკოლის შენობაში - ვინაიდან დროებით შეჩერებულია ბუფეტების ფუნქციონირება, რეკომენდებულია მოსწავლემ თან იქონიოს საკვები ლანჩ-ბოქსით.

11. ბიბლიოთეკა

  • წიგნების/დოკუმენტების გამცემი პირი აღჭურვილია პირბადით და ხელთათმანებით;
  • სკოლის ბიბლიოთეკაში დაუშვებელია ჯგუფურად მუშაობის პროცესი;
  • დარბაზის დროებით დატოვების შემდეგ დაბრუნებისას აუცილებელი იქნება სადეზინფექციო ხსნარის გამოყენება;
  • გამოყენებული, მომხმარებლისგან/მკითხველისგან დაბრუნებული დოკუმენტები (წიგნები, ჟურნალები, გაზეთები, და ა.შ) განთავსდება კარანტინში (სპეციალურად გამოყოფილ თაროზე 3-5 დღის განმავლობაშ (თაროზე არის მინიშნება „წიგნების საკარანტინე ადგილი“),
  • სახელურები, მოაჯირები და სხვა) დამუშავება სადეზინფექციო ხსნარებით არანაკლებ 3-ჯერ დღეში;
  • კომპიუტერისა და მისი აქსესუარების დამუშავება მოხდება სადეზინფექციო ხსნარებით ყოველი გამოყენების შემდეგ;
  • ყველა სამუშაო ავეჯი გამოყენების შემდეგ დამუსავდება სადეზინფექციო ხსნარითა და მშრალი ხელსახოცით;
12. სპორტული მოედანი

  • სავარჯიშო პროცესი ღია სივრცეში განხორციელდება ჩართულ პირთა 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით;
  • უშუალოდ სავარჯიშო სივრცეში შესვლის წინ ყველა პირისთვის (მასწავლებელი, მოსწავლე და ა.შ.) სავალდებულოა ხელის ჰიგიენის ჩატარება (ხელის დაბანა გამდინარე წყლითა და საპნით და ხელების დამუშავება დეზინფექტანტის საშუალებით);
  • ყოველი ვარჯიშის ბოლოს ხდება სავარჯიშო სივრცის სველი წესით დალაგება და დეზინფექცია;
  • ყოველი დასუფთავებისა და დეზინფექციის შემდეგ ხდება დახურული სივრცეების განიავება გაღებული ფანჯრებისა და კარებების პირობებში, „ორპირი ქარის“ პრინციპით;
  • თვალსაჩინო და ხელმისაწვდომ ადგილას განთავსებულია ხელის ჰიგიენის საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები.

13. პროცედურები

  • სკოლის ტერიტორიაზე დაუშვებელია მასიური თავშეყრა. აღნიშნული მოთხოვნის შესრულება კონტროლდება სკოლის დირექციის მიერ;
  • სკოლამ მაქსიმალურად შეზღუდა ვიზიტორთა რაოდენობა სკოლის შენობაში, ვიზიტორი (მათ შორის მშობელი) სკოლის ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ვიზიტების ზუსტი აღრიცხვით: ვიზიტორის საიდენტიფიკაციო ინფორმაციის (გვარი, სახელი, საკონტაქტო ტელეფონი), ვიზიტის დანიშნულების, შემოსვლისა და გასვლის დროის დაფიქსირებით. მშობლებთან ან სხვა გარეშე პირებთან კომუნიკაციის დროს უპირატესობა ენიჭება დისტანციურ შეხვედრებს;
  • ყველა საკლასო ოთახში მერხების განლაგებულია იმგვარად, რომ მოსწავლეებს შორის დაცულია მინიმუმ 1 მეტრიანი დისტანცია;
  • პირთა შორის დისტანციის დასაცავად გამოიყენებულია სავალდებულო პირობითი ნიშნები (იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით). აღნიშნული ნიშნები განთავსებულია სკოლის შენობის ყველა იმ ადგილას, სადაც შესაძლოა მოხდეს პირთა შეჯგუფება;
  • დაუშვებელია სკოლის ტერიტორიაზე ვიზიტორთა გადაადგილება თანმხლები პირის (დამსაქმებლის/დასაქმებულის/დარაჯის) გარეშე.

14. პრევენციული წესების დაცვა.

  • ახალი კორონავირუსისგან თავის მაქსიმალურად არიდების მიზნით, სკოლა მასწავლებლებს, თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს უტარდებათ ინსტრუქტაჟს( წესების შესაბამისად).
  • მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ეწყობა საინფორმაციო შეხვედრები/კრებები დისტანციურად, ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ( მშობელი ვალდებულია დაესწროს სკოლის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ონლაინშეხვედრებს).
  • სკოლას დამტკიცებული აქვს მშობელთან ურთიერთობის დებულება (კომუნიკაციის სტრატეგია) იხ. ლინკი https://emis188-my.sharepoint.com/.../EQKvLmUVjrdErZeLREO...
  • ასევე წერილობით ეგზავნებათ ინფორმაცია და ეცნობებათ მათი მოვალეობების შესახებ, კერძოდ:
  • ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გამოუშვან მოსწავლე სკოლაში;
  • ცხელების/რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გაიყვანონ მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად;
  • სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეატყობინონ კლასის დამრიგებელს;
  • ცხელების ან სხვა რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენისას უზრუნველყონ ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად.
  • უზრუნველყონ, V-XII კლასის მოსწავლემ ყოველდღიურად სკოლაში ატაროს პირბადე;
  • უზრუნველყონ, რომ თითოეულმა მოსწავლემ ყოველდღიურად სკოლაში ატაროს და გამოიყენოს საკუთარი, სუფთა და მარკირებული (სახელი, გვარი) წყლის ბოთლი სკოლაში! (გაითვალისწინე! ბოთლის დაცლის შემთხვევაში კლასის დამრიგებელი უზრუნველყოფს ბოთლის ხარისხიანი სასმელი წყლით შევსებას-ონკანიდან);
  • მთელს სამუშაო სივრცეში განთავსებულია სავალდებულო/საინფორმაციო ნიშნები.
  • სამუშაო სივრცეში (დერეფნები, კარები, შესასვლელები და ა.შ.) განლაგებულია სავალდებულო საინფორმაციო მითითებელი ნიშნები, რომლებიც შეახსენებს დასაქმებულებს შემდეგ საკითხებს: პირადი ჰიგიენის დაცვა (ხელის ხშირი დაბანა/დეზინფექცია); დისტანცირება (მინიმუმ 1 მეტრიანი დისტანციის დაცვა სხვა დასაქმებულებთან); ფიზიკური კონტაქტის აკრძალვა (გადახვევა, გადაკოცნა, ხელის ჩამორთმევა, ა.შ.); საკონტაქტო ინფორმაცია (ვის უნდა დაუკავშირდნენ სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში).
  • სკოლაში მოსწავლის, მასწავლებლის, თანამშრომლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ადმინისტრაცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია, დაადგინოს და წერილობით დააფიქსიროს გაცდენის მიზეზი.
  • საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სკოლის პერსონალი სრულად დარეგისტრირებულია სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პირთა ბაზაში და პრევენციისა და Covid-19-ის ახალი შემთხვევების დროული გამოვლენის მიზნით გადის პერიოდულ ტესტირებას, კერძოდ 14 დღეში ერთხელ (20% პისიარი და 80% სწრაფი ტესტი).
  • 15. ინდივიდუალური დაცვის საშუალებები
  • სკოლის შენობაში ყველა შესასვლელთან განთავსებულია დეზობარიერი, სავალდებულო გამოყენების ნიშნის მითითებით.
  • მომარაგებულია საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებები - პირბადეები, ერთჯერადი ხელთათმანები, ხელის სადეზინფექციო ხსნარები, დეზობარიერის ხსნარები... სადეზინფექციო საშუალებების მარაგების შენახვა/დასაწყობება ხდება სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ბუნებრივი/ხელოვნური ვენტილაციით. პირბადეებისა და ხელთათანების ნაწილი განთავსდეს სკოლის ტერიტორიაზე რამდენიმე ხელმისაწვდომ ადგილას, რომელიც ეცნობება ყველა დასაქმებულს.
  • სადეზინფექციო საშუალებების მარაგების შენახვა/დასაწყობება/გაცემაზე განისაზღვრულია პასუხისმგებელი პირი.
  • სკოლის ტერიტორიაზე შემოსვლისა და გადაადგილების დროს მოსწავლეთათვის პირბადის ტარება სავალდებულო მე-5-მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის ხოლო სკოლის შენობაში სხვა ნებისმიერი პირის (მათ შორის მშობლის) შესვლა და გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ პირბადით.

16. დისტანციური სწავლების მოთხოვნა

  • იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კლასის/კლასების მოსწავლეთა მშობლების სრული შემადგენლობა წერილობით დაადასტურებს თანხმობას და მზაობას დისტანციური (სინქრონული/ასინქრონული) სწავლების მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით, რეკომენდებულია ეს კონკრეტული კლასი/კლასები გადავიდნენ სინქრონული/ასინქრონული სწავლების რეჟიმზე და სკოლამ კანონმდებლობით დადგენილი წესით შეათანხმოს სწავლების ჰიბრიდული მოდელი;
  • დარჩენილი საკლასო ჯგუფებისთვის სკოლა დასწრებით სწავლებას აგრძელებს;
  • კონკრეტული კლასის/კლასების სინქრონულ/ასინქრონულ სწავლებაზე გადაყვანა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ სურვილს და მზაობას გამოთქვამს აღნიშნული კლასის მოსწავლეთა მშობლების 60 % მაინც;
  • იმ შემთხვევაში თუ კონკრეტულ კლასში/კლასებში რჩებიან მოსწავლეები, რომელთა მშობლებს არ აქვთ სურვილი გადავიდნენ სინქრონულ/ასინქრონულ სწავლებაზე, სკოლა დეტალურად შეისწავლის უმცირესობაში მყოფ მოსწავლეთა საჭიროებებს და იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს აქვს ინტერნეტთან ან შესაბამის ტექნიკურ აღჭურვილობასთან წვდომის პრობლემა, სკოლამ მოსწავლისთვის/მოსწავლეებისთვის უნდა დააორგანიზოს ყველა საგანში მინიმუმ კვირაში ერთი საკონსულტაციო შეხვედრა. გამონაკლის შემთხვევაში მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს სატელეფონო კომუნიკაცია, ტელესკოლა და სხვა ბეჭდური რესურსები;
  • იმ შემთხვევაში, თუ სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეთა დაბალი დასწრების გამო, მშობლების მოთხოვნით გადაწყვეტს სკოლის სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანას, სკოლა დასაბუთებული შუამდგომლობით, კონკრეტული ვადის (არაუმეტეს 2 კვირისა) მითითებით, მიმართავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლის დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანასთან დაკავშირებით.
იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

2024 წლის ეროვნული გამოცდების ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი - ერთთვიანი პერიოდის შეჯამება Etaloni.ge-სგან

მასწავლებლების საყურადღებოდ - ახალი სასწავლო წლიდან სამინისტრო 100 პროექტს შეარჩევს

სკოლებისთვის საპილოტე პროექტი გრძლედება...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

პიროვნება

„ვისურვებდი არასდროს დავღლილიყავი ჩემი ქვეყნისა და ახალგაზრდების სამსახურში“

სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება