სიახლეები
სკოლები

„მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია საყვარელი საქმის კეთების სურვილი“ - ჯავშანიანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ისიანი
25-02-2021
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჯავშანიანის საჯარო სკოლის დირექტორის მაია ისიანი etaloni.ge - სთან ონლაინ სწავლების გამოწვევებზე საუბრობს. ბლიც - ინტერვიუში დირექტორი აღნიშნავს, რომ 2020 წელი ძალიან რთული იყო. ონლაინ სწავლებამ კი ახალი გამომწვევებთან გამკლავება ასწავლა

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა... 

- რომ აღნიშნულმა პირობებმა ადამიანები დააყენა თვითგადარჩენის ისეთი ფაქტის წინაშე, სადაც ეთიკა და ჰუმანიტარული/ჰუმანისტური აზროვნება მნიშვნელოვან როლს თამაშობს Covid-19-თან ბრძოლაში. გამოსავალი ამ და სხვა ანალოგიური კრიზისებიდან უნდა იყოს და არის სოციალური პასუხისმგებლობის აღება თითოეული ინდივიდის მიერ საკუთარ თავზე და ზრუნვისა და მზრუნველობის პრინციპის გატარება თითოეული ინდივიდის მიერ სხვისა და საკუთარი თავის მიმართ, რაც ჩვენი საზოგადოებრივი არსებობის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნდამენტია.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა... 

- დისტანციური სწავლება სიახლესთან ერთად, გამოწვევაც იყო. ასეთი სწავლების მეთოდი ბევრ რამეში დაგვეხმარა. მასწავლებელი თუ ვერ ახერხებდა საკლასო რეჟიმის გამო ინტერნეტით ურთიერთობას ბავშვებთან, ახლა კარგად ჩაერთვნენ, დაძლიეს. ყველაფერს ვცდილობთ, ყველა გზას ვიყენებთ, თუ „თიმსში“ ვერ შემოდის ბავშვი მაშინ „მესინჯერში“ ვუკავშირდებით, თუ იქაც ვერ შემოდის, ინდივიდუალურად ურეკავენ მასწავლებლები და ისე უტარებენ გაკვეთილს.

ინტერნეტით ურთიერთობა მოსწავლეებთან და მშობლებთან - ეს დროული და საჭირო სიახლეა. გამოწვევა მართლაც იყო, რომელსაც თავი გაართვეს მასწავლებლებმა. მე, პირადად, ადმინისტრაციული საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად ვიყენებდი ინტერნეტს და კომპიუტერს, ბავშვებთან ურთიერთობა მე, როგორც დირექტორს და საგნის მასწავლებელს, მქონდა.

- 2020 წელს დავახასიათებდი... 

- 2020 წელს დავახასიათებდი როგორც გასახსენებლად უმძიმეს წელს. პანდემია, მეტ-ნაკლებად ყველას შეეხო.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია... 

- საყვარელი საქმის კეთების სურვილი. მე მათ, ექიმებთან ერთად, ჩვენი დროის გმირებად დავასახელებდი.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- თუ როგორ უფრთხილდებიან საკუთარ თავს და სხვების ჯანმრთელობას. იცავენ ჰიგიენურ ნორმებს, ატარებენ პირბადეებს. ხელებს ხშირად იბანენ და იცავენ დისტანციას.

- მშობლებს ვურჩევდი... 

- წონასწორობის შენარჩუნებას და თანადგომას როგორც საკუთარი შვილების მიმართ, ისე მასწავლებლების მიმართ.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- მსოფლიო პანდემიამ ძალიან ბევრი დრო მომცა საკუთარ თავზე და ზოგადად, ცხოვრებაზე დასაფიქრებლად. ახლა უკვე ზუსტად ვიცი რა და როგორ მინდა ცხოვრებაში. ერთ რამეში ნამდვილად დავრწმუნდი, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობაზე ძვირფასი კაცობრიობას მართლაც არაფერი აბადია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ, გირჩევთ მთელი ოჯახით მოკალათდეთ და შეარჩიოთ საყურებლად

 ახალი წელი დღესასწაულია, რომელიც ადამიანებს კრეატიულობისკენ უბიძგებს

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საახალწლო სუფრები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ყველა მათგანში საერთო მახასიათებელია ოჯახური გარემო, სიმბოლიზმები... 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ

საინტერესო

თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ, გირჩევთ მთელი ოჯახით მოკალათდეთ და შეარჩიოთ საყურებლად

 ახალი წელი დღესასწაულია, რომელიც ადამიანებს კრეატიულობისკენ უბიძგებს

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საახალწლო სუფრები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ყველა მათგანში საერთო მახასიათებელია ოჯახური გარემო, სიმბოლიზმები... 

სიახლეები
საზოგადოება