სიახლეები
პიროვნება

„ჩვენმა მასწავლებლებმა შეუძლებელი შეძლეს“ - ნანა შარაძე, გურიანთის საჯარო სკოლის დირექტორი
25-02-2021
-
+


ამჯერად Etaloni.ge ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის, გურიანთის  საჯარო სკოლის დირექტორს, ნანა შარაძეს წარმოგიდგენთ, რომელიც პოზიტიური დამოკიდებულებით მუდმივად ცდილობს, სკოლაში მოსულ თითოეულ ადამიანს ცხოვრება გაულამაზოს გურიანთას  საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს. ქალბატონი ნანა კი ბლიც-ინტერვიუში იმაზე საუბრობს, როგორ დაძლიეს კოვიდ-პანდემიის გამო წარმოქმნილი გამოწვევები საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში - ურთიერთთანამშრომლობითა და გუნდურობით.

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა

- აუცილებელია ერთმანეთის გვერდში დგომა, საკუთარი  პროფესიისადმი სიყვარული და ერთგულება, პასუხისმგებლობა და სხვისი საქმიანობის დანახვა-დაფასება. ამის მაგალითია ჩვენი ექიმების მაღალი პასუხისმგებლობა და თავგანწირვა ჩვენი თანამემამულეების მიმართ. ამის მაგალითია ჩვენი მასწავლებლები, რომლებმაც შეუძლებელი შეძლეს,ისინი ხომ სრულიად მოუმზადებლები დახვდნენ ამ პანდემიას, მაგრამ უმოკლეს ვადებში შეძლეს სწავლის პროცესის დისტანციურ რეჟიმში გადაყვანა და უწყვეტად გაგრძელება ხარვეზის გარეშე.

- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...

- დროის ეფექტურად განაწილება-გამოყენება, საკუთარ თავზე მუშაობა სხვა ასპექტში, მოსწავლეებზე მორგებული აქტივობების დაგეგმვა. მაგრამ აქვე დავძენ, რომ საკლასო ოთახში , მოსწავლეების პირისპირ გაკვეთილის ჩატარებას, ცოცხალ კონტაქტს, იქ მასწავლებლისა და მოსწავლის ემოციას, ვერანაირი ონლაინ სწავლება ვერ შეედრება.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- როგორც ახალი გამოწვევების წინაშე დგომისა და პრობლემების ეფექტურად მოგვარების პერიოდს.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- როცა მოსწავლის ძლიერ მხარეს იყენებს მისი სუსტი მხარეების გასაძლიერებლად, როცა ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე, აქვს პასუხისმგებლობა, გათავისებული აქვს თავისი მოვალეობები, აქვს ავტორიტეტი, უყვარს ბავშვები და ბავშვებისგანაც იღებს სიყვარულსა და პატივისცემას.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- რომ ზოგიერთი მათგანი არასწორად აღიქვამს უფროსების რჩევა-დარიგებებს, აზიანებს სკოლის ინვენტარს.

- მშობლებს ვურჩევდი...

- უფრო მეტად ესაუბრონ და ითანამშრომლონ თავიანთ შვილებთან, მათ მასწავლებლებთან, ხშირად ქონდეთ კონტაქტი სკოლასთან.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- მოსწავლეთათვის და მასწავლებელთათვის მიმზიდველი სასწავლო გარემოს შექმნაზე, ინფრასტრუქტურულ ცვლილებებზე, სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაზე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება