მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„21-ე საუკუნეში ცნება „შორი“ აღარ არსებობს და შესაძლებელია, სრულიად მოულოდნელად შეიცვალოს სამყარო“, - ასე აფასებს კოვიდ-პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა ხეცურიანი.
როგორც მან etaloni.ge-სთვის მიცემულ ბლიც-ინტერვიუში განაცხადა, ონლაინ სწავლებამ სასკოლო საზოგადოება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესწავლის აუცილებლობის წინაშე დააყენა.
- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...
- რომ 21-ე საუკუნეში ცნება „შორი“ აღარ არსებობს და შესაძლებელია, სრულიად მოულოდნელად შეიცვალოს სამყარო.
- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...
- რომ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესწავლა და მათი გამოყენება აუცილებელი პირობაა თანამედროვე სწავლების გამოწვევების საპასუხოდ.
- 2020 წელს დავახასიათებდი...
- უპირველესად რისკებისა და საფრთხეების, მაგრამ ამავდროულად ძიებისა და სიახლეების წლად.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...
- მოტივაცია და სწრაფვა ინოვაციების, თანამედროვე, შემოქმედებითი სწავლების მიმართ. მათი გუნდურობა, თანამშრომლობა და ჩართულობა, სწავლების ხარისხის ზრდის საწინდარია.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...
- რომ ადვილად პასუხობენ ყოველ ახალ გამოწვევას და ზოგჯერ თავად გვევლინებიან მასწავლებლებად და გვიწევენ ფასილიტაციას.
- მშობლებს ვურჩევდი...
- ჰქონდეთ მეგობრული დამოკიდებულება შვილების მიმართ და გამოიჩინონ მეტი კომუნიკაცია, ჩართულობა და თანამშრომლობა სკოლის მიმართ, რაც პირდაპირ კავშირშია მათი შვილების ზრდა-განვითარებისა და აკადემიური ხარისხის ამაღლებაში.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
- რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება დღევანდელ დღეზე და რომ ადამიანთა შესაძლებლობები უსასრულოა და ყოველი ახალი გამოწვევა დაძლევადია თუ გული, გონება და ქმედება თანხვედრაშია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.