სიახლეები
სკოლები

„თოვდა და თბილისს ებურა თალხი...“ - ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში გაკვეთილი საქართველოს ოკუპაციას მიეძღვნა
25-02-2021
-
+


25 თებერვალს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 100 წელი შესრულდა. ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი, რომელიც გარდამტეხი აღმოჩნდა საქართველოს ისტორიაში, ყურადღების მიღმა არ დარჩენია ქობულეთის N2 საჯარო სკოლას და მას VIII კლასში ჩატარებული მოქალაქეობის გაკვეთილი სრულად დაეთმო.

„საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავს  მიეძღვნა ქობულეთის N2 საჯარო სკოლის VIII ბ კლასში ჩატარებული მოქალაქეობის გაკვეთილი თემაზე - „თოვდა და თბილისს ებურა თალხი“... 
მასწავლებელი, გიული მჟავანაძე, მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე, გაიხსენეს პირველი იუნკერები, საქართველოს ეროვნული გმირი მარო მაყაშვილი; რომლებიც დაიღუპნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უთანასწორო ბრძოლაში.

მოსწავლეებმა ისაუბრეს აგრეთვე 1918-1921 წლებში  საქართველოში მოქმედ თვითმმართველობის მიღწევებზე, მათ შორის საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ ქალბატონ - ფარი ხანუმ სოფიევაზე, რაც მუსლიმი თემის  მიერ დემოკრატიული არჩევნების გზით ქალის არჩევის პირველი პრეცედენტია მსოფლიოში“, - აღნიშნულია ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ, გირჩევთ მთელი ოჯახით მოკალათდეთ და შეარჩიოთ საყურებლად

 ახალი წელი დღესასწაულია, რომელიც ადამიანებს კრეატიულობისკენ უბიძგებს

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საახალწლო სუფრები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ყველა მათგანში საერთო მახასიათებელია ოჯახური გარემო, სიმბოლიზმები... 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ

საინტერესო

თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ, გირჩევთ მთელი ოჯახით მოკალათდეთ და შეარჩიოთ საყურებლად

 ახალი წელი დღესასწაულია, რომელიც ადამიანებს კრეატიულობისკენ უბიძგებს

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საახალწლო სუფრები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ყველა მათგანში საერთო მახასიათებელია ოჯახური გარემო, სიმბოლიზმები... 

სიახლეები
საზოგადოება