სიახლეები
სკოლები

„ერთი ნაღველის ორი სახელი: კრწანისის ველი და თებერვალი“ -ფერიის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციას კვირეული მიუძღვნეს
25-02-2021
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ფერიის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობის კვირეული ჩატარდა:

22თებერვალს - ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის ხელმძღვანელმა, მაია დუმბაძემ, პედაგოგმა ნანა მალაზონიამ, მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენა მოაწყვეს თემაზე: „თოვდა და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი“...

23თებერვალს, ისტორიის კათედრის ხელმძღვანელმა ხათუნა დიასამიძემ და პედაგოგმა ლეილა მიქელაძემ ჩაატარეს ვებინარი თემაზე: „ისევ თებერვალი, ისევ ოკუპაცია“. ხოლო 25 თებერვალს, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელმა იზოლდა აშმეიბამ და პედაგოგმა ნანა სურგულაძემ, მოსწავლეებთან ერთად მოაწყვეს ღონისძიება  „ერთი ნაღველის 2 სახელი: კრწანისის ველი და თებერვალი".

ფერიის საჯარო სკოლის პედაგოგების ძალისხმევის შედეგია ის, რომ დღეს მოსწავლეებმა იციან იმ უბედურების შესახებ, რომელიც ზუსტად 100 წლის წინ, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის სახლით დაგვატყდა თავს.

ოკუპაციის 100 წლისთავს ფერიის საჯარო სკოლის დირექტორი, ლეილა დუმბაძე წერილით გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„2021 წელს სრულდება საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი. 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო პირველი კონსტიტუცია. ეს იყო ერთადერთი ყველაზე დემოკრატიული და გამორჩეული კონსტიტუცია. ამ კონსტიტუციის მიღება ძალიან სწრაფად და ნაადრევად მოხდა. ეს ის დრო იყო - 1921 წლის 21 თებერვალი, როცა ბოლშევიკური წითელი არმია საქართველოში შემოვიდა და მოახდინეს საქართველოს ოკუპაცია. კონსტიტუციას, სამწუხაროდ, ერთი დღითაც არ უმუშავია, მაგრამ ფაქტია - ქართველებმა, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, პირველმა ქართულმა პარლამენტმა, დამფუძნებელმა კრებამ მიიღო ასეთი დოკუმენტი და როგორც კონსტიტუციონალისტები ამბობენ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე  დემოკრატიული, პროგრესული კონსტიტუცია და საქართველოს შეუძლია იამაყოს, რომ იმდროინდელ მსოფლიოში მსგავსი კონსტიტუცია ერთეულ

ქვეყნებს თუ ექნებოდათ და რომ არა წითელი რუსეთის მიერ ბარბაროსული ოკუპაცია, შესაძლებელია, ჩვენი ქვეყანა ამ კონსტიტუციის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანა გამხდარიყო. კონსტიტუციაზე მუშაობა საქართველომ დაიწყო 1918 წლის 26 მაისს და დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველი დღეებისთანავე ფაქტობრივად შეიკრიბა საკონსტიტუციო კომისია, რომელსაც სათავეში ჩაუდგა პავლე საყვარელიძე იმდროინდელი საქართველოს ერთ-ერთი ცნობილი პიროვნება. 1921 წლის ივნისიდან 1921 წლის დეკემბრამდე სულ რამოდენიმე ათეული სხდომა გაიმართა. მსჯელობდნენ, დავობდნენ, იყო აზრთა სხვადასხვაობა... თებერვალი კი ურთულესი პერიოდი გახდა საქართველოსთვის. კონსტიტუციისთვის არავის ეცალა - შემოდიოდა  ოკუპანტი და ხდებოდა საქართველოს ანექსია. 1921 წლის 21 თებერვალს საბოლოოდ შეიკრიბა საქართველოს დამფუძნებელი კრება და მიიღო პირველი ქართული კონსტიტუცია, მაგრამ თვით ტექსტი სწრაფად შედგენილი არ იყო. ამას სამწლიანი თავდაუზოგავი მუშაობა უძღვოდა წინ. ოღონდ დრო შეუფერებელი იყო საქართველოსთვის, რადგან ოკუპანტები მოიწევდნენ დედაქალაქისაკენ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, იძულებული გახდა, ბათუმში უკან დაბრუნებულიყო. 10 მარტს ჩამოვიდა ბათუმში 17 მარტამდე დარჩა და საჭირო იყო კონსტიტუციის დაბეჭდვა. 10-დან 17 მარტამდე ამ შვიდი დღის მონაკვეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ შეძლო ნესტორ ხვინგიას სტამბაში პირველი კონსტიტუციის დაბეჭდვა, მაგრამ ორიგინალი არ არსებობს, მხოლოდ მისი ქსეროასლია აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში.

კონსტიტუციის მიღება  ქართველი ერის გამარჯვებაა და ამით დაამტკიცა საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ - რომ არა ოკუპაცია, რომ არა წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსია, საქართველო, ამ კონსტიტუციით, ერთ-ერთი განვითარებული, მოწინავე ქვეყანა გახდებოდა და ღირსეულ ადგილს დაიკავებდა მსოფლიო ცივილიზაციათა შორის“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სსუ-ს რექტორმა ზურაბ ხონელიძემ და  „ეტალონისა" დამფუძნებელ გოჩა ტყეშელაშვილმა შეხვედრაზე ერთობლივ გეგმებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

რა ინიციატივით გამოვიდა ალექსანდრე წულაძე და რა ცვლილების შეტანა სურს მას სასწავლო პროგრამაში 

სამინისტრო სკოლებში გამოცდებს აბრუნებს - როგორ იმოქმედებს ქულები მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე

პიროვნება
სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს კოლეგიალურობას და გუნდურ მუშაობას
სკოლები

მოსწავლეებმა სტუმარს მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაუსვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

მოსწავლეებმა მრავალმხრივი, შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს

მოსწავლეებმა მუზეუმში ლადო ასათიანის ლექსები წაიკითხეს

საინტერესო
„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

სიახლეები
საზოგადოება