მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დვაბზუს საჯარო სკოლაში, კლუბ ,,საფიხვნოს’’ ინიციატივით, კონფერენცია ჩატარდა თემაზე: „გლობალური კლიმატური ცვლილებები და ბუნების ქომაგები“, სადაც მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს; ერთმანეთს ცვლიდა პრეზენტაციები, რომელშიც გაშუქებული იყო კლიმატური პრობლემები, ასევე ბუნების სიყვარული დაუკავშირეს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს, გააცოცხლეს ვაჟა-ფშაველას „ია“, „ფესვები“, „ხმელი წიფელი“, „მთანი მაღალნი“, „მთის წყარო“, შარლ ბოდლერის - „ალბატროსი“, რევაზ ინანიშვილის - „თეთრი ყანჩა“. მხატვრული ლიტერატურა - ღირებულებების, განწყობა დამოკიდებულებების ჩამოყალიბების პროცესში ხომ შეუცვლელი რესურსია და ასეც მოხდა, კონფერენციის მონაწილეები თითქოს საკლასო ოთახიდან გადაბარგდნენ ბუნების უკიდეგანო სივრცეში.
კონფერენცია მიზნად ისახავდა საზოგადოების გათვითცნობიერებას გარემოს გლობალური კლიმატური პრობლემების არსში, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, მდგრადი განვითარების მე-13 მიზნის განვითარების ხელშეწყობას, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას, შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარების დაუფლებას, თანამშრომლობის ხელშეწყობას.
კონფერენცია e-Twinning პორტალზე მიმდინარე პროექტის „გაამწვანე დღეს, იცხოვრე ხვალ“ ფარგლებში განხორციელდა, პროექტში ჩართულია საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 7 საჯარო სკოლა.
კონფერენციის ორგანიზატორი დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი, კლუბ „საფიხვნოს“ კურატორი ნათელა ღლონტი გახლავთ, კონფერენცია კი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სსუ-ს რექტორმა ზურაბ ხონელიძემ და „ეტალონისა" დამფუძნებელ გოჩა ტყეშელაშვილმა შეხვედრაზე ერთობლივ გეგმებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მოსწავლეთა თვალებიდან წამოსული სითბოა, რაც მაგრძნობინებს მათ მზაობას ჩემს მოსასმენად“
მოსწავლეებმა სტუმარს მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაუსვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს