მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამჯერად Etaloni.ge ლენტეხის მუნიციპალიტეტის, ჟახუნდერის საჯარო სკოლის დირექტორს, ნინო აფრასიძეს წარმოგიდგენთ, რომელიც პოზიტიური დამოკიდებულებით მუდმივად ცდილობს, სკოლაში მოსულ თითოეულ ადამიანს ცხოვრება გაულამაზოს ჟახუნდერის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს. ქალბატონი ნინო კი ბლიც-ინტერვიუში იმაზე საუბრობს, როგორ დაძლიეს კოვიდ-პანდემიის გამო წარმოქმნილი გამოწვევები საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში - ურთიერთთანამშრომლობითა და გუნდურობით.
- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...
- რომ მოულოდნელი პრობლემა ყოველ წუთს შეიძლება შეიქმნას. თანამედროვე სკოლა უამრავი გამოწვევის წინაშე დგას. პანდემიამ დაგვანახა, რაოდენ აუცილებელია ერთმანეთთან ცოცხალი კომუნიკაცია, პანდემიამ ცხოვრება სხვა კუთხით დაგვანახა, გვაჩვენა, რომ მზად უნდა ვიყოთ სირთულეების დასაძლევად.
- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...
- ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენება სასწავლო პროცესში. სირთულეების მიუხედავად, მასწავლებლებმა შეძლეს სრულიად ახალ მოდელზე გადასვლა. ონლაინ-სწავლებამ დაგვანახა, რომ შეუძლებელი არაფერია.
- 2020 წელს დავახასიათებდი...
- გამოწვევების წლად, როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეებისთვის, მაგრამ ღირსეულად დავძლიეთ ტექნოლოგიების დახმარებით.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...
- პროფესიული ზრდა, მთელი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სწავლის თანამედროვე მიდგომებს.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...
- ამ გამოწვევას შეხვდნენ დიდი ინტერესით და შეძლეს, ონლაინ-სწავლება მაღალი შეფასებით და იმავდროულად, წარმატებით ჩაერთნენ სხვადასხვა ტურებში.
- მშობლებს ვურჩევდი...
- მეტი დრო გამონახონ შვილებთან ურთიერთობისთვის, იზრუნონ მათი აკადემიური მოსწრების ზრდაზე.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
- ჩვენი სკოლის თითოეულმა მოსწავლემ იპოვოს საკუთარი ადგილი ცხოვრებაში, ასახელოს სკოლა და სამშობლო თავისი წარმატებებით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.