სიახლეები
პიროვნება

„მიხარია, როცა ვხედავ, მასწავლებელს უყვარს თავისი პროფესია“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა
25-02-2021
-
+


როგორ აფასებს 2020 წელს და რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ; რას ურჩევდა მშობლებს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორთან, ტრისტან გუგავასთან ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- დღევანდელ პერიოდში, თუ რა პატარა ყოფილა მსოფლიო. კაცობრიობა ყოველთვის უნდა ემზადებოდეს ისე, როგორც არასდროს მოულოდნელი ქარტეხილების საწინააღმდეგოდ. ვინაიდან, არ ვიცით, როდის, რა უბედურება დაგვატყდება თავს. კარგად დავინახეთ, როგორ დადგა ერთად კაცობრიობა ამ საშინელი სენის წინააღმდეგ საბრძოლველად. კონან დოილს წიგნში „დაკარგული ქვეყანა“ აქვს ასეთი სიტყვები „ადამიანს ძალიან გაუმართლა, რომ იგი მოგვიანებით გაჩნდა დედამიწაზე. სამყაროს გარიჟრაჟზე მას ისეთი ურჩხულები დახვდებოდა, რომ მის წინააღმდეგ უძლური იქნებოდა მისი ძალა და გამომგონებლობის უნარი“. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ადამიანი დინოზავრების ეპოქაში რომ გაჩენილიყო, ანდა კოვიდ-პანდემია თუნდაც შუა საუკუნეებში მოსდებოდა ქვეყნიერებას.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ონლაინ სწავლებისთვის. ვინაიდან, გვინდა თუ არ გვინდა, დღევანდელობამ მოიტანა იგი და რეალობად აქცია. ონლაინ სწავლებამ გვასწავლა, რომ ამ სწავლებას, არ შეიძლება მიენიჭოს უპირატესობა. სწავლება (გაკვეთილი) არის იქ, სადაც არის საკლასო ოთახი მასწავლებელი და მოსწავლე. ონლაინ სწავლება იძულებითი ფორმაა, (თუ ეს მარტო ჩემი აზრია, მე მას თავზე არავის მოვახვევ) მაგრამ მასწავლებელი მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს ამ საქმისთვის.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- 2020 წელი ასტროლოგების თვალთახედვიდან უფრო ადვილი დასახასიათებელია. ეს წელი ყველასთვის ერთნაირი არ იყო. ამ წლის ადამიანები შეიძლება ცალკეულ კატეგორიებად დავყოთ: 1. ისინი ვისაც საერთოდ არ შეხებია ეპიდემია (მსოფლიო მაშტაბით - პანდემია). 2. ვინც იოლად დაძლია ეს ვირუსი. 3. ვინც ძალზედ მძიმე მდგომარეობაში იყო და სიკვდილს თვალებში უყურებდა. 4. ვინც გარდაიცვალა (მათ ჭირისუფალს ამ კითხვას ხომ არ დაუსვამთ) და ბოლოს ხომ არსებობს ისეთი კატეგორიის ხალხი, ვინც არ ცნობს კორონავირუსს და გაიძახის რომ ეს მსოფლიო აფიორაა. ასე რომ, კარგად შეაფასებ 2020 წელს თუ ცუდად, ეს ორივე შემთხვევაში, პირობითია.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მე 1975 წლიდან ვარ სკოლის ხელმძღვანელი და ყოველთვის მიხაროდა და მიხარია, როცა ვხედავ, მასწავლებელს უყვარს თავისი პროფესია, უყვარს ბავშვი და მთელ თავის ენერგიას ახმარს მისთვის საყვარელ და კეთილშობილ საქმეს, რასაც ბავშვის სწავლა-აღზრდა ჰქვია.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მოსწავლეებისგან მე არაფერი მიკვირს. ძალიან კარგად მახსოვს ჩემი ბავშვობა და თუ რამ ჩამონათვალი არსებობს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მიმართულებით, ყველაფერი გამაჩნდა, (არაფერი ჩემთვის უცხო არ იყო) მაგრამ კარგი მასწავლებლებისა და საუკეთესო მაგალითის მიმცემი ადამიანების წყალობით, მეც გავიზარდე და ჩამოვყალიბდი.

- მშობლებს ვურჩევდი...

- რომ არ დაუტოვონ შვილებს სათქმელი, როცა გაიზრდებიან... არ დააკლონ შვილებს ყურადღება და კონტროლი, მაგრამ პატივი სცენ ბავშვის აზრს ყოველდღიურ ცხოვრებასა და პროფესიის არჩევაში. ბავშვს ბავშვობა უნდა დააცადონ, მაგრამ დიდი ილიას არ იყოს „ერთი წუთით თვალის მოხუჭვის“ საშუალება არ უნდა მისცენ თავს.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- საფიქრალს რა გამოლევს, მაგრამ ამ მომენტში სასკოლო ცხოვრებიდან გამოვიხედავ. არ იფიქროს ვინმემ, რომ სიახლის წინააღმდეგი და საბჭოთა პედაგოგიკის თავგადაკლული დამცველი ვარ. ერს, რომელსაც ჰყავს იაკობ გოგებაშვილი,(„აი - ია“ რომ ოქროს გასაღებად მოარგო „დედა ენას“) ილია, აკაკი, სულხან-საბა, ვაჟა(რუსთველზე არაფერს ვამბობ)... სხვა თეორიები მისთვის პრიორიტეტული არ უნდა იყოს. მუხრან მაჭავარიანს დავიმოწმებ „როცა სხვა მე შემომნატრის, მე მივბაძო სხვას?“ და ბოლოს, „ღმერთო სამშობლო მიცოცხლე, მძინარეც ამას ვდუდუნებ“.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ლიტერატურასთან მუდმივად ზიარების მოთხოვნილების ჩამოყალიბება ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად“ - კიდევ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სახელმძღვანელოები

მინისტრის ბრძანებით ორდღიანი ვადა განისაზღვრა - რომელ დოკუმენტებს ეხება ცვლილება

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

სკოლის მოსწავლეები წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მასშტაბურ კამპანიას შეუერთდნენ

„ეს უძირო შთაბეჭდილებების ზღვა წარუშლელ და ლამაზ მოგონებად დარჩება ჩვენში“



ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს

ხუნევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლების დამსახურებით, კარგად იციან მათ ცხოვრებაში წიგნის მნიშვნელობა
საინტერესო

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში

სიახლეები
საზოგადოება