მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამჯერად Etaloni.ge ხულოს მუნიციპალიტეტის, დიოკნისის საჯარო სკოლის დირექტორს, რევაზ ძირკვაძეს წარმოგიდგენთ, რომელიც პოზიტიური დამოკიდებულებით მუდმივად ცდილობს, სკოლაში მოსულ თითოეულ ადამიანს ცხოვრება გაულამაზოს დიოკნისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს. ბატონი რევაზი კი ბლიც-ინტერვიუში იმაზე საუბრობს, როგორ დაძლიეს კოვიდ-პანდემიის გამო წარმოქმნილი გამოწვევები საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში - ურთიერთთანამშრომლობითა და გუნდურობით.
- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...
- კოვიდ-19 ვირუსი, რომელზეც რამდენიმე თვის წინ არაფერი ვიცოდით, უდიდესი გამოწვევა აღმოჩნდა გლობალური ჯანდაცვის სფეროსთვის.მაგრამ აღსანიშნავია ,რომ ჩვენს ქვეყანაში დროულად მოხდა ჰოსპიტალური სექტორის მობილიზება და ასევე სასწავლო დაწესებულებების დროულად გადაყვანა დისტანციურ სწავლებაზე.რამაც აჩვენა რომ ეს გადაწყვეტილებები დროული იყო და შედეგობრივიც აღმოჩნდა.
- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...
- რომ, ყველაზე შემფასებელი თვითონ შედეგია. ონლაინ სწავლებაზე გადასვლა ჩვენი მომავალი თაობისთვის „ახალი ხილი“ იყო, რამაც დისტანციური სწავლების დასაწყისში ბევრი პრობლემა გააჩინა.მით უმეტეს მთის რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისთვის... ცუდი ამინდების გამო უშუქობა, ინტერნეტის დაბალი სიჩქარე და ა.შ. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, როცა ხდება მსოფლიოში გლობალური გარემოებები, ონლაინ-სწავლებაზე გადასვლისას ყველა მოსწავლეს ერთნაირი სწავლების მაქსიმალური პირობები უნდა შევუქმნათ.
- 2020 წელს დავახასიათებდი...
- როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე მთელი მსოფლიო მოსახლეობისთვის ეკონომიკურად ნგრევის წელია.სწავლების მხრივ დისტანციურმა სწავლებამ მეტწილად შეუწყო ხელი მოსწავლეებს ესგ-ს დაძლევაში.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...
- როცა გაბრწყინებული სახით დილით მოდის სკოლაში, ატარებს თანამედროვე ესგ-დან გამომდინარე 5 ან მეტ გაკვეთილს, დასვენების პერიოდში უზიარებენ გამოცდილებებს და სკოლის დამთავრების შემდეგ თბილი დამშვიდობებით აცილებენ მოსწავლეებსა და კოლეგებს.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...
- ზრუნავს მშობელი, ქვეყანა, განათლების სამინისტრო, რესურსცენტრი და ყველა ის რგოლი რომელიც დაკავშირებულია სწავლა ამღზრდელობით საკითხებთან მათი კეთილდღეობისათვის, მაგრამ ზოგჯერ სამწუხაროდ ვხდებით არაადეკვატურ, მიუღებელ პასუხებსა თუ ქმედებებს.
- მშობლებს ვურჩევდი...
- აქტიურად იყვენ ჩაბმულნი სკოლის ცხოვრებაში, ყოველთვის შვილების მიმართ კეთილგანწყობილნი და მათი იდეების მაქსიმალურად მხარდამჭერი.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
- მშვიდობა იყოს, ნუ მოხდება ისეთი გლობალური ძვრები, რაც კაცობრიობას ჩიხში შეიყვანს. ასევე აღგვეზარდოს ჯანმრთელი, წარმატებული თაობა, რომელიც მედგრად დახვდებიან მსოფლიო გლობალურ გამოწვევებს და მოახდენენ ეფექტურ რეაგირებას, რომელიც ციფრულ საუკუნეში მაქსიმალურად არის შესაძლებელი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.