მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
- Covid-19 პანდემიამ დაგვანახა ...
- Covid-19 პანდემიამ დაგვანახა, თუ რამდენად უსუსურია ადამიანი იმ გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე, რაც თანამედროვე სამყაროში არსებობს. გვიჩვენა, რომ სიტუაციის მართვა მხოლოდ ერთად მოქმედების შემთხვევაშია შესაძლებელი. ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ ადამიანი ნებისმიერ დროს მზად უნდა იყოს სიახლეებისთვის და რომ ტექნოლოგიების ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნეში.
- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა ...
- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა, რომ არსებობს არაერთი დისტანციური პლატფორმა, რომელთა წყალობითაც შესაძლებელია მოსწავლეებს შევუქმნათ საკლასო ოთახების მსგავსი ვირტუალური სივრცეები, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ ყველა ელექტრონული რესურსი ონლაინ თუ საკლასო სწავლების დროს. დავინახეთ, რომ სიახლეებთან მოსწავლეებსა და მასწავლებლებს განსაკუთრებული, შემგუებლობითი დამოკიდებულება აქვთ. ასევე, დისტანციურმა სწავლებამ საშუალება მოგვცა დროის ეფექტური მართვისა და ტექნოლოგიების სათანადო გამოყენებისა.
- 2020 წელს დავახასიათებდი...
- ეს იყო წელი - დიდი გამოწვევების, სირთულეების, ტექნოლოგიების უკეთ გაცნობის, ტკივილის, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების გაცნობის.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...
- მასწავლებლებისაგან ყველაზე ხშირად მიხარია ის, რომ მიუხედავად პანდემიისა და გამოწვევებისა, ისინი ფეხს უწყობენ თანამედროვე სიახლეებს, ზოგჯერ თავიანთი ჯანმრთელობის რისკის ფასად მზად არიან იდგნენ მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს ...
- დისტანციურ სწავლებაში მათი ჩართულობა, მოტივაცია, შესაძლებლობების ფარგლებში მათი აქტიურობა, სიახლეების მიღება და პრაქტიკაში მათი განხორციელება.
- მშობლებს ვურჩევდი ...
- მეტ სიახლოვეს საკუთარ შვილებთან, მათ კონტროლს, რომ ბავშვებმა რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატარონ ტელეფონთან და კომპიუტერთან და ტექნოლოგიები მეტად გამოიყენონ საგანმანათლებლო კუთხით.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ ...
როგორი იქნება სამყარო მსოფლიო პანდემიის დასრულების შემდეგ, იქნება თუ არა ეს ყოველივე საკმარისი გაკვეთილი ჩვენთვის, რომ გავხდეთ კარგი მოქალაქეები, მოვუფრთხილდეთ გარემოსა და ერთმანეთს, ვისწავლოთ ერთმანეთის გვერდით დგომა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განაცხადის გასაგზავნად ვადა 17 იანვრის ჩათვლითაა - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ უცხო ქვეყნის უძველეს საშობაო ტრადიციებს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება