სიახლეები
პიროვნება

„მშობლებს ვურჩევდი მუდმივ დიალოგს შვილებთან ურთიერთობისას“ - ინეზა ცენტერაძე, ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის პედაგოგი
26-02-2021
-
+


როგორ აფასებს 2020 წელს და რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ; რას ურჩევდა მშობლებს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის პედაგოგის, ინეზა ცენტერაძის ბლიც-პასუხებს გთავაზობთ:


​- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- მოულოდნელად როგორ შეიცვალა მსოფლიოს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური ცხოვრება. მერი შელი ამბობს: „არაფერია ადამიანის გონებისთვის იმაზე მტკივნეული, ვიდრე ძირეული და უცაბედი ცვლილება“. ექსტრემალური სიტუაციის მიუხედავად, განათლება ისევ პრიორიტეტულ საკითხად იქცა, ვირტუალურ სივრცეში გადანაცვლებულმა სასწავლო პროცესმა მანამდე უცნობი შესაძლებლობების გაცნობა-გამოყენებას შეუწყო ხელი.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენება. თუ კი ადრე ელექტრონული რესურსი დამხმარე საშუალება იყო, დღეს იგი ცოდნის მიღების მთავარ წყაროდ იქცა, რამაც სწავლება მრავალფეროვანი და საინტერესო გახადა.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- როგორც მძაფრი ემოციებითა და მოულოდნელობებით დატვირთულ წელს. საერთო საწუხარმა მსოფლიოს ეროვნული თუ სარწმუნოებრივი საზღვრებიც კი წაშალა და შეგვახსენა, რომ ღირებულებათა შორის ყველაზე მაღლა სიცოცხლეა, რომლის მოვლა-გაფრთხილება ჩვენს ხელთაა.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...


- მორალური მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება, რადგან ურთიერთსწავლებისა და თანამშრომლობის გზით ვეუფლები ახალ მიდგომებს და ვიზრდები პროფესიულად.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- აზროვნების პროდუქტიულობა - შეუძლიათ უსასრულო რაოდენობის ჰიპოთეზების წარმოთქმა და ძველი იდეების უჩვეულო ჭრილში განხილვა.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მუდმივ დიალოგს შვილებთან ურთიერთობისას. მეტად ჩაუკვირდნენ მათ ინტერესებს, აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- რა მეთოდები და აქტივობები შეიძლება გამოვიყენო საგაკვეთილო მიზნის მისაღწევად ისე, რომ პროცესი იყოს აქტიური, საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება