სიახლეები
პიროვნება

„მიმდინარე პროცესმა დაგვანახა, რომ აუცილებელი გახდა მშობლების ჩართულობა სწავლების პროცესში“-ნაგომარის საჯარო სკოლის პედაგოგი რუსუდან კალანდარიშვილი
26-02-2021
-
+


როგორ აფასებს 2020 წელს და რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ; რა ახარებს მასწავლებლებისგან და რას ურჩევდა მშობლებს აღნიშნულ კითხვებს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლის პედაგოგი რუსუდან კალანდარიშვილი პასუხობს.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა ....

- რომ არამარტო საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო აღმოჩნდა დიდი გამოწვევის წინაშე. პანდემიის გამო საჭირო გახდა განათლების სამინისტროს, სკოლების, საზოგადოების ერთობლივი თანამშრომლობით ამ სირთულესთან გამკლავება.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . .

- რომ დისტანციური სწავლების ახალ რეჟიმზე უნდა გადავსულიყავით.

- 2020 წელს დავახასიათებდი. . .

- დადებითად, განათლების სამინისტროს ძალისხმევით სკოლებმა დიდი სამუშაო გასწიეს, სწავლის ახალ ეტაპზე გადასვლისათვის. მიუხედავად, მცირე დროისა და სირთულეებისა არ გამოცხადდა აკადემიურ წლად.

​- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . .

- მათი ენთუზიაზმი, შრომისმოყვარეობა და პროფესიონალიზმი. მათ დაიწყეს ახალი მეთოდების, ხერხებისა და ტექნოლოგიების მოძიება, რომ ონლაინ სწავლება ყოფილიყო მისაწვდომი და საინტერესო.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . .

- მათი დაინტერესება ახალი სწავლებისადმი. ისინი პირველად უნდობლად უყურებდნენ ონლაინ გაკვეთილებს, თუმცა მოგვიანებით, პედაგოგების ძალისხმევით, ალღო აუღეს და არსებულ რეალობად მიიღეს. სამწუხაროა ის ფაქტი,რომ ზოგიერთი ბავშვი ტექნიკური საშუალების არქონის გამო ვერ ერთვებოდა საგაკვეთილო
პროცესში. ამ ეტაპზე განათლებამ მეტი მზრუნველობა უნდა გამოიჩინოს ამ კუთხით.

- მშობლებს ვურჩევდი. . .

- მიმდინარე პროცესმა დაგვანახა, რომ აუცილებელი გახდა მშობლების ჩართულობა სწავლების პროცესში. მსურს, რომ მშობლებმა მეტი ყურადღება და დრო დაუთმონ თავიანთ შვილებს. რათა ერთობლივად, შევძლოთ განათლებული და წარმატებული თაობის აღზრდა.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . .

- რომ პანდემიამ დაგვანახა, რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობები, პასუხისმგებლობა და კანონმორჩილება. დავიცვათ ჩვენი და სხვისი სიცოცხლე, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება