სიახლეები
პიროვნება

„ონლაინ სწავლებამ გვასწავლა, რომ ექსტრემალურ სიტუაციებშიც შესაძლებელია პრობლემებთან გამკლავება“ -ელზა აშიროვა, ყარაჯალის საჯარო სკოლის დირექტორი
26-02-2021
-
+


როგორ აფასებს 2020 წელს და რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ; რას ურჩევდა მშობლებს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის დირექტორის, ელზა აშიროვას ბლიც-პასუხებს გთავაზობთ:

​​- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რომ ადამიანებს გვმართებს მაქსიმალური სიფრთხილე. მცირე უყურადღებობასაც კი, შეუძლია გამოწვევების წინაშე დააყენოს არა მარტო ცალკეული ინდივიდები, არამედ მთელი მსოფლიოს მოსახლეობა.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- რომ ექსტრემალურ სიტუაციებშიც შესაძლებელია პრობლემებთან გამკლავება.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- 2020 წელს დავახასიათებდი წელს, როდესაც ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრა ვირუსული პანდემიით, რის გამოც სრულად დადებითად ვერ დავახასიათებ, მაგრამ აღსანიშნავია ის, რომ არ ჩაიშალა სასწავლო წელი, მიუხედავად სიახლისა, სკოლაში სწავლება ეფექტურად ჩაანაცვლა ონლაინ სწავლებამ, რაშიც აქტიურად ჩაერთო ჩვენი სკოლაც. ამან ოპტიმისტურად განგვაწყო სკოლის თანამშრომლები, მათ შორის მშობლებიც. 

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მაღალი მოტივაცია რთულ სიტუაციებში, პროფესიონალიზმი, მარტივად ათვისება სიახლეებისა და მათი მიზნობრივად გამოყენება.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მათი ტექნოლოგიების გამოყენების უნარი, მიუხედავად არსებული საფრთხისა, სიყვარული სკოლისა და ერთმანეთის მიმართ, რაც გამოიხატა დასწრებული სწავლების მონდომება-მოთხოვნით, ასევე, მათ მიერ სკოლაში პანდემიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინება და დაცვა.

- მშობლებს ვურჩევდი...

- პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების მაქსიმალურად დაცვას და მეტი დროის გატარებას შვილებთან.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- სკოლაზე, დასახული ამოცანების განხორციელებაზე, შესაბამისად, ჩემი ქვეყნისთვის განათლებული და სასახელო თაობის აღზრდაზე.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება