სიახლეები
პიროვნება

„მოსწავლეებისთვის არ არსებობს გადაულახავი დაბრკოლება“ - თამილა მარგველიანი, ფანაგის საჯარო სკოლის დირექტორი
26-02-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანაგის საჯარო სკოლის დირექტორის, თამილა მარგველიანის ​ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

​​- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რეალური ცხოვრება სულ სხვა თვალით. პანდემიამ უამრავი ადამიანის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. ადამიანები დავდექით ფაქტის წინაშე, გადავაფასეთ ღირებულებები, ვისწავლეთ, როგორც საკუთარ თავზე, ისე სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა და დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ციფრული ტექნოლოგიების სწავლა და მათზე ხელმისაწვდომობა სასკოლო და რეალურ ცხოვრებაში.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- გამოწვევებით და სირთულეებით სავსე წლად. თითოეული დღე სხვადასხვა სირთულესთან იყო დაკავშირებული, თუმცა ყველაზე მძიმედ გასახსენებელი ის დღეები იყო, როდესაც ვირუსმა მასობრივი გავრცელება დაიწყო და შიშმა ჩვენს გულებში დაისადგურა.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მოტივაცია, საკუთარი საქმის კეთების სიყვარული, შრომისმოყვარეობა. მიხარია, რომ მასწავლებლებმა კარგად აუღეს ალღო ახალ გამოწვევებს, რომელიც დადგა განათლების სფეროში. ისევე, როგორც ყველა სფერო, მასწავლებლებიც მოგვწყვიტა რეალურ სამყაროს, რეალურ ურთიერთობებს და გადავედით ვირტუალურ სამყაროში, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის გამოწვევა აღმოჩნდა.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- როგორ ცდილობენ დასახული მიზნის მიღწევას. მათთვის არ არსებობს გადაულახავი დაბრკოლება. ეს არის თვისება, რომელიც ყველა ადამიანს სჭირდება, თუმცა სამწუხაროდ, ხშირად მასწავლებლები და მშობლები ამ მნიშვნელოვან თვისებას არასწორი მიდგომით ვანადგურებთ.

- მშობლებს ვურჩევდი...

- უფრო მეტად იყვნენ ჩართული შვილების სწავლა-განათლების საქმეში; გვერდზე გადადონ ყველა საქმე და დრო დაუთმონ შვილებს, რადგან შექმნილმა სიტუაციამ ნათლად დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია მშობლების ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ადამიანის სიცოცხლის არსზე, მის მისიაზე. ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენი მისია. იმედი მაქვს, რომ სიცოცხლეს - ამ ღვთის საჩუქარს სწორად გამოვიყენებთ ადამიანები. მადლი და ძალა არის იმის განმსაზღვრელი, რომ ჩვენ შევძლოთ, ვიყოთ ძლიერები. ვფიქრობ, რა დაუნდობელია ცხოვრება, ადამიანები ყოველთვის ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

სკოლები
სკოლაში არაფორმალური განათლების პროექტებში მოსწავლეთა ჩართულობას ახალისებენ
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება