მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
1 მარტიდან როგორც კერძო, ისე საჯარო საბავშვო ბაღები იხსნება - ეს გადაწყვეტილება სააკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული, თუმცა იქვე გაჟღერდა, რომ საბავშვო ბაღებში დასაქმებულ პერსონალს, ისევე, როგრც პედაგოგებს, ორ კვირაში ერთხელ ევალებათ კორონავირსუზე ტესტირება.
იქიდან გამომდინარე, რომ 1 მარტამდე ორიოდე დღეა დარჩენილი, საინტერესოა, დაიწყო თუ არა ამ ადამიანების კოვიდ-ტესტირება და უფასო იქნება თუ არა მათთვისაც ეს პროცედურა. კითხვებით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს მივმართეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ ბაღები აღსაზრდელების მისაღებად მზადაა; ისინი ჯერ კიდევ შემოდგომით იყო აღჭურვილი საჭირო ინვენტარით, ახლა კი საუბარია მხოლოდ დეზინფექციასა და პერსონალის ტესტირებაზე - ეს პროცესი ორშაბათამდე დასრულდება. ბაღის პერსონალის ტესტირება კი უფასოა და ეს პროცედურა ყოველ ორ კვირაში ერთხელ სავალდებულოა:
„ბაღებს დაეგზავნათ იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც ბაღების პერსონალი შეძლებს კორონავირუსზე ტესტირებას სახელმწიფო ხარჯებით. პროცესი უკვე დაწყებულია და ორშაბათამდე დასრულდება. თანამშრომელთა 20 პროცენტს PCR, 80% კი ანტიგენის ტესტი 14 დღეში ერთხელ ჩაუტარდება. ასევე, ტარდება ბაგა-ბაღების შენობების დეზინფექცია და სხვა სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებები სააღმზრდელო პროცესის უსაფრთხო და შეუფერხებელი წარმართვისთვის“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.