მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რუსეთ-საქართველოს ომი 1921 წ, ცნობილია, როგორც წითელი არმიის შემოჭრა საქართველოში. თბილისმა მძიმე ომი გადაიტანა. 1921 წლის 25 თებერვალს მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა თბილისი. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ მთელი70 წელი გასტანა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სავანეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა ფილმის ჩვენება თემაზე: მრისხანე 1921 წელი, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია. სკოლის ადმინისტრაციამ 25 თებერვალს, დილასვე დაუშვა დროშა.
„ფილმის ჩვენება მოხდა საბაზო და საშუალო საფეხურზე, ისტორიის პედაგოგების: ლამზირა ოსეფაშვილისა და ამაია ფატულაევას მიერ. მოსწავლეებმა მოაწყვეს პრეზენტაცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ნახეს ფილმები ოკუპაციაზე, აჩვენეს თვალსაჩინოებები, ისაუბრეს მარო მაყაშვილის, გიორგი მაზნიაშვილის, გიორგი კვინიტაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის და სხვა ქართველი გმირების დამსახურებაზე.
მართალია პანდემიამ მოსწავლეთა აქტივობები, ღონისძიებები უკანა საფეხურზე გადასწია, მაგრამ დღევანდელმა დღემ მოსწავლეთა გააქტიურება გამოიწვია. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ გამოცოცხლდა სკოლა და პედაგოგები ჩვეული ენერგიით განაგრძობენ მუშაობას“, - ნათქვამია ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგის, ლამზირა ოსეფაშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება
„არებისთვის“ რომელ მოსწავლეებს ენიშნებათ გამოცდა და აქვს თუ არა მნიშვნელობა, საგანი ერთი სემესტრი ისწავლება თუ - ორი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აქტივობებს ჰქონდა როგორც სასწავლო-შემეცნებითი ასევე გასართობი სახე
გადაწყვეტილება სკოლამ მშობელთა კომიტეტთან შეთანხმებით მიიღო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება