სიახლეები
პიროვნება

„ონლაინ სწავლებამ გვასწავლა, უხილავი მოსწავლის შინაგანი სამყაროს დანახვა“  - მარტყოფის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლია შოთაძე
28-02-2021
-
+


ონლაინ სწავლებამ გვასწავლა, უხილავი მოსწავლის შინაგანი სამყაროს დანახვა - ამბობს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლია შოთაძე და იმასაც გვიმხელს, რა აკვირვებს ბავშვებისგან და რა ახარებს მასწავლებლებისგან. თუმცა სკოლის დირექტორი არც მშობლებისთვის იშურებს რჩევებს. ალბათ უკვე მიხვდით, მარტყოფის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლია შოთაძე ბლიც-ინტერვიუს კითხვებს პასუხობს:

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა...

- რამხელა მნიშვნელობა აქვს ორგანიზებულ და შეთანხმებულ პროცესებს სკოლაში, როცა ახალ გამოწვევებთან გვიწევს შეჭიდება. აგრეთვე, მოთმინებით, მიმღებლობითა და მაღალი პასუხისმგებლობით უსაფრთხო გარემოს ფორმირებაზე ერთობლივად ზრუნვის აუცილებლობაც დადგა. დაგვანახა და დავაფასეთ პირისპირ ურთიერთობების ძლიერი მხარეები.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- საგანმანათლებლო ონლაინ პლათფორმაზე დისტანციური სინქრონული სასწავლო და არაფორმალური პროცესების მართვა. მშობლებთან და კოლეგებთან დისტანციური კომუნიკაციისა პრაქტიკაც დაინერგა სკოლაში. მოხდა ონლაინ/ციფრული სასწავლო რესურსების მოძიებისა და გამოყენების უნარების განვითარება, როგორც მასწავლებლებში, ასევე მოსწავლეებში.  გვასწავლა, უხილავი მოსწავლის შინაგანი სამყაროს დანახვა.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- თითქმის ყველა სფეროში დისტანციური საქმიანობის განვითარების და აგრეთვე, სტრესისა და უარყოფითი ფსიქოლოგიური მოვლენების საწინააღმდეგოდ თვითგადარჩენის იმუნიტეტის გამომუშავების  წლად.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- სიახლეების მაღალი მიმღებლობითა და გაცნობიერებული პასუხისმგებლობებით განხორციელებული საკუთარი პროფესიული საქმიანობის ეფექტიანობა, საკუთარ და სხვების განვითარებაზე რეალურად ზრუნვის დანახვა.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მათი სწრაფი ადაპტაციის, ემოციის მართვისა და  ტექნოლოგიებთან ურთიერთობის თანდაყოლილი უნარები.

- მშობლებს ვურჩევდი...

- შვილების აღზრდის, ურთიერთობისა და სწავლის საკითხებში პოზიტიური პირადი მაგალითის ძალა გამოიყენონ. სკოლასთან მშობლის მჭიდრო კომუნიკაცია  მოსწავლეს მოტივაციას მატებს და წარმატების შანსს ზრდის. მისცენ შვილს მეტის არჩევანის თავისუფლება.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ, სადაც ხარ და რა საქმესაც აკეთებ ბოლომდე უნდა ემსახურო.  ვფიქრობ როგორ გავაუმჯობესო ურთიერთობები, სასკოლო გარემო და ინფრასტრუქტურა სკოლაში, რაც მოსწავლეთა წარმატების საფუძველია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება