სიახლეები
სიახლეები

6 დაწესებულება, რომლებიც 1 მარტიდან გაიხსნება
28-02-2021
-
+


კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაწყებულია და ეტაპობრივად გრძელდება. 25 თებერვლიდან ამუშავდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, ხოლო ამ შაბათ-კვირას უკვე მუნიციპალური ტრანსპორტიც მოძრაობს. 

რეგულაციების კვლავ შემსუბუქება ხვალ, 1 მარტს დაიწყება. გაგაცნობთ, იმ დაწესებულებებსა და საქმიანობებს, რომლებიც ხვალიდან დაშვებული ხდება. ასეთი, სულ 6 ტიპის დაწესებულებაა. 

1 მარტს იხსნება საბავშვო, როგორც საჯარო, ისე კერძო ბაღები. მთავარი პირობა, რეკომენდაციების დაცვის გარდა, 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის სავალდებულო ტესტირების ჩატარებაც არის. 

ხვალ უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ. სასწავლო პროცესი აუდიტორიებში კი 15 მარტიდან აღდგება. 

საქმიანობას 1 მარტიდან განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები. 

შეზღუდვების შემდეგი შემსუბუქება 8 მარტს არასასურსათო საცალო ვაჭრობის შაბათ-კვირის ჩათვლით განახლებით გრძელდება, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები მუშაობის აღდგენა.

მორიგი შემსუბუქების თარიღი კი 15 მარტია. მარტის შუა რიცხვიდან სასკოლო წრეები განახლდება; თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ და ასევე, სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ განსაზღვრული რეგულაციების დაცვით. 

ქვეყანაში ჯერჯერობით კვლავ რჩება კომენდანტის საათი 21:00-დან 05:00-მდე.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება