სიახლეები
სიახლეები

პროფესიული განათლების მასწავლებლის სტანდარტი, კარიერული წინსვლის კონცეფცია და ანაზღაურების მოდელი შემუშავდა
28-02-2021
-
+


პროექტი „მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში“ დასრულდა.

მას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის, ბრიტანეთის საელჩოს „კარგი მმართველობის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით მსოფლიო ბანკი ახორციელებდა.

პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა პროფესიული განათლების მასწავლებლის მარეგულირებელი დოკუმენტების შექმნას, შემუშავდა ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, როგორებიცაა:

პროფესიული განათლების მასწავლებლის სტანდარტი და ეთიკის კოდექსი,

საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის კონცეფცია,

ანაზღაურების მოდელი,


პროფესიული განათლების მასწავლებლისა და პროფესიული სტუდენტის შეფასების ინსტრუმენტების პაკეტი და სხვა.

პროექტის ფარგლებში გადაიხედა და დაიხვეწა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მასწავლებლებთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზები და, ასევე, განვითარდა პროფესიული განათლების მხარდამჭერი ელექტორნული პლატფორმა vet.ge. 

ამასთან, პროექტი მოიცავდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სისტემის სხვა მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებულ რიგ ღონისძიებებსაც.

პროექტის დახურვის ღონისძიება, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი, ბრიტანეთის საელჩოს „კარგი მმართველობის ფონდის“ ხელმძღვანელი ელენე ვიხმანი ესწრებოდნენ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა გახსნა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტის მთავარი ამოცანები და მიზნები ხელს უწყობს ინდუსტრიის მხრიდან სამუშაო ძალის მოთხოვნისა და მიწოდების დისბალანსის შემცირებას, რაც საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მისი შეფასებით, აღნიშული პროექტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინება ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების პროცესის გაძლიერებას. მიღებული შედეგებით შესაძლებელი გახდება სისტემაში ახალი კადრების მოზიდვა, ხოლო არსებული მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა. 

ონლაინ გამართულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მსოფლიო ბანკისა და პროექტის თანამშრომლები, პროფესიული განათლების ექსპერტები და დაინტერესებული მხარეების ფართო წრე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება