სიახლეები
სიახლეები

სკოლებში ვირუსის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, ვიმედოვნებთ, რისკები მინიმალური იქნება უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეშიც - მიცკევიჩი
28-02-2021
-
+


განათლების მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, სკოლებში ყველა რეკომენდაცია დაცულია და შესაბამისად, კორონავირუსის გამოვლენის მაჩვენებელიც დაბალია.

მიცკევიჩს იმედი აქვს, რისკები ასევე მინიმალური იქნება უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში.

„პირველი მარტიდან საგანმანათლებლო სივრცეში დაბრუნების შესაძლებლობა გვეძლევა. უნივერსიტეტებს ეძლევათ თავისუფალი არჩევანის საშუალება, პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური კომპონენტი ჩაატარონ აუდიტორიებსა და შესაბამის სივრცეებში. ამასთან ერთად, გამოცდები შეძლებისდაგვარად ჩატარდეს საუნივერსიტეტო სივრცეში. 15 მარტს გვაქვს ჩანიშნული მეორე ეტაპი, რომელიც ეხება თეორიულ კომპონენტს, სადაც ძირითადად იგულისხმება ლექციები. უნივერსიტეტებს შეეძლებათ, მათივე გადაწყვეტილებით სრულად აღდგეს პროცესი უნივერსიტეტებში.

გაზაფხული რთული პერიოდია საგანმანათლებლო სისტემისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ინტერვალებით, ორკვირიანი შუალედით დაკვირვების საშუალება.

ზოგადსაგანმანათლებლო სივრცე ადასტურებს, რომ უსაფრთხოების მაღალი ნორმებია დაცული. ყველა რეკომენდაცია დაცულია და სკოლებში ვირუსის გამოვლენის ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ვიმედოვნებთ, რისკები ასევე მინიმალური იქნება უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში“, - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

ცნობისთვის, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, კლინიკურ-პრაქტიკული, ლაბორატორიული პრაქტიკის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ პირველი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიაში აღდგენას 15 მარტიდან.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება