სიახლეები
სიახლეები

მსოფლიო ბანკის „მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში“ პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება
01-03-2021
-
+


მსოფლიო ბანკის „მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში“ პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება დასრულდა პროექტი „მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში“, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის, ბრიტანეთის საელჩოს „კარგი მმართველობის ფონდის“ დაფინანსებით  მსოფლიო ბანკი ახორციელებდა.

პროექტის დახურვის ღონისძიება, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი, ბრიტანეთის საელჩოს „კარგი მმართველობის ფონდის“ ხელმძღვანელი ელენე ვიხმანი ესწრებოდნენ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა გახსნა.

პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა პროფესიული განათლების მასწავლებლის მარეგულირებელი დოკუმენტების შექმნას, შემუშავდა ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, როგორებიცაა: პროფესიული განათლების მასწავლებლის სტანდარტი და ეთიკის კოდექსი, საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის კონცეფცია, ანაზღაურების მოდელი, პროფესიული განათლების მასწავლებლისა და პროფესიული სტუდენტის შეფასების ინსტრუმენტების პაკეტი და სხვა. პროექტის ფარგლებში გადაიხედა და დაიხვეწა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მასწავლებლებთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზები და, ასევე, განვითარდა პროფესიული განათლების მხარდამჭერი ელექტრონული პლატფორმა vet.ge. ამასთან, პროექტი მოიცავდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სისტემის სხვა მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებულ რიგ ღონისძიებებსაც.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტის მთავარი ამოცანები და მიზნები ხელს უწყობს ინდუსტრიის მხრიდან სამუშაო ძალის მოთხოვნისა და მიწოდების დისბალანსის შემცირებას, რაც საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მისი შეფასებით, აღნიშული პროექტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინება ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების პროცესის გაძლიერებას. მიღებული შედეგებით შესაძლებელი გახდება სისტემაში ახალი კადრების მოზიდვა, ხოლო არსებული მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა.

პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკი, როგორც საქართველოს განვითარებისთვის საჭირო სტრატეგიული პარტნიორი, წლებია მხარს უჭერს მთავრობას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური და საგანმანთლებლო პროექტების განხორციელებაში. „დღეს, ჩვენს ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად, აღვნიშნავთ ერთობლივი ძალების შედეგად მიღწეულ წარმატებას, რომელიც პროფესიული განათლების ხარისხის გაძლიერებასა და უფრო მეტი კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნაში აისახება. საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესებით საქართველო უფრო მიმზიდველი გახდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის, რაც ქვეყანაში დასაქმების გაზრდისა და ეკონომიკის მდგრადობისთვის უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

„სიამაყით გვსურს აღვნიშნოთ, რომ ბრიტანეთის მთავრობას მოგვეცა აღნიშული მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსების შესაძლებლობა, რომელიც ემსახურება მართვის იმ სისტემების გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. არსებული პანდემიის პირობებში, პროფესიული განათლების მნიშვნელობა უფრო გაიზრდება, რადგან იგი არის ის მექანიზმი, რომელიც სამუშაო ძალას შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უნარებით აღჭურვას უზრუნველყოფს“, – განაცხადა საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს „კარგი მმართველობის ფონდის“ ხელმძღვანელმა ელენე ვიხმანმა სიტყვით გამოსვლისას.

ონლაინ გამართულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მსოფლიო ბანკისა და პროექტის თანამშრომლები, პროფესიული განათლების ექსპერტები და დაინტერესებული მხარეების ფართო წრე.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

მასწავლებლებს ორი ენის ცოდნას კანონი ავალდებულებს - რომელ პედაგოგებს ეხება მოთხოვნა

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

სკოლები

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ

„ჩატარებული ღონისძიებები ნათლად წარმოაჩენს, რომ წიგნი კულტურის, შემოქმედების, თავისუფალი აზრის უნივერსალური პლატფორმაა“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება