მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ, რას ურჩევდა მშობლებს და რა უკვირს მოსწავლეებისგან - ამ და სხვა კითხვებს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ლენტეხის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო ჯანხოთელი პასუხობს.
- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა. . .
- რომ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც ყოველთვის ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. დაგვანახა, როგორ ვჭირდებით ერთმანეთს, როგორი ძნელია ერთმანეთთან კონტაქტის გარეშე ცხოვრება.
- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . .
- სიძნელეებთან გამკლავება, მიგვახვედრა, რომ ონლაინ ბევრი რამის სწავლა შეიძლება.
- 2020 წელს დავახასიათებდი. . .
- როგორც ერთ-ერთ ყველაზე რთულ, მაგრამ, გარკვეულწილად, საინტერესო წელს, რომელმაც ახალ-ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება მოგვცა.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . .
- სიახლეებისა და გამოწვევებისადმი მზადყოფნა.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . .
- როგორ დაუნანებლად ფლანგავენ უძვირფასეს დროს.
- მშობლებს ვურჩევდი. . .
- იყვნენ უფრო მეგობრულები თავიანთ შვილებთან.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . .
- იმ ბედნიერ დროზე, როდესაც პირბადის გარეშე თამამად ჩავეხუტებით ერთმანეთს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.