„ონლაინ სწავლებამ გვასწავლა, თუ როგორ გამოვიყენოთ სწავლების პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიები“-ისუნდერის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ აკობიძე
02-03-2021
დაკოპირებულია
-
+
რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ? რა ახარებს მასწავლებლებისგან და რა უკვირს მოსწავლეებისგან? - ამ და სხვა კითხვებს etaloni.ge-თან ბლიც-ინტერვიუში ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ისუნდერის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ აკობიძე პასუხობს.
- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა...
- ეს არის გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის. საჭიროა ინტელექტუალური და ფინანსური რესურსების მოძიება, რომ დროულად შექმნან ხარისხიანი ვაქცინა. მდიდარი ქვეყნები ღარიბ ქვეყნებს დაეხმარონ.
- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...
- თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ სწავლების პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიები.
- 2020 წელს დავახასიათებდი...
- ეს წელი იყო რთული. პანდემიამ სერიოზული პრობლემემის წინაშე დააყენა მსოფლიო.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...
- ისინი სერიოზულად მოეკიდნენ ქვეყანაში შექმნილ მძიმე სიტუაციას, სკოლის ყველა პედაგოგი ონლაინ გაკვეთილს ატარებდა.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...
- მიკვირს ის, რომ მოსწავლეებმა უმოკლეს პერიოდში აითვისეს ელექტრონული ტექნოლოგიები.
- მშობლებს ვურჩევდი...
- ამ მეტად მძიმე პერიოდში განსაკუთრებით მეტი ყურადღება მიაქციონ საკუთარ შვილებს ჯანმრთელობას და უსაფრთხო გარემოს შექმნას.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
- რომ სკოლას დაუბრუნდეს პედაგოგები და ბავშვები რაც მოსწავლეთა ხარისზის ამაღლებას შუწყობს ხელს.