სიახლეები
პიროვნება

„მასწავლებლებისგან ​საქმისა და მოსწავლეებისადმი ერთგულება მახარებს“ - არგვეთის საჯარო სკოლა დირექტორი სალომე აბრამიშვილი
02-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ? რა ახარებს მასწავლებლებისგან და რა უკვირს მოსწავლეებისგან? - ამ და სხვა კითხვებს etaloni.ge-თან ბლიც-ინტერვიუში პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლი დირექტორი სალომე აბრამიშვილი პასუხობს.

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა...

- კოვიდ პანდემიამ, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთი, რიგითი მოქალაქე, კიდევ მეტად დამარწმუნა, რომ ამ ქვეყნად არაფერია ერთმანეთის სიყვარულზე, პატივისცემაზე, ადამიანურ ურთიერთობებზე მნიშვნელოვანი. ხოლო, როგორც სკოლის ლიდერი, აღვნიშნავ იმ ფაქტს, რომ პანდემიამ თვალსაჩინო გახადა მასწავლებელთა უნარები, ვინაიდან, როგორც ვიცით, ისინი ფაქტობრივად მოუმზადებლები დახვდნენ კოვიდ პანდემიით გამოწვეულ ონლაინ სწავლებას და მცირე დროში მოუწიათ სწავლების ახალ „რელსებზე“ გადაწყობა, რასაც თავი მეტ-ნაკლებად კარგად გაართვეს, რამაც მათი პროფესიონალიზმი და მონდომება ხაზგასმით წარმოაჩინა.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...
 
- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა ცაიტნოტში მუშაობა, გვასწავლა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, იყო ყოველთვის მზად ახალი გამოწვევებისთვის. ონლაინ სწავლების დამსახურებაა  ციფრულ ტექნოლოგიებში მასწავლებლების და მოსწავლეების კომპეტენციების ამაღლება. 

- 2020 წელს დავახასიათებდი... 

- 2020 წელს დავახასიათებდი, როგორც სირთულეებით, გამოწვევებით სავსე წელს, თუმცა, ამავდროულად, ამ გამოწვევებისა და სირთულეების დაძლევის პროცესის გათვალისწინებით, საინტერესოც შეგვიძლია ვუწოდოთ მას. 

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია... 

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად საქმისადმი, მოსწავლეებისადმი ერთგულება და მუდმივ ძიების პროცესში მათი ყოფნა მახარებს.  მახარებს, როცა ვხედავ, რომ მასწავლებელი, ცდილობს არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნით აღჭურვოს მოსწავლე, არამედ ეძებს გზებს, რომლებიც დაეხმარება  მოსწავლეებს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელ, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებაში. 

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მოსწავლეებისგან?  ცოტა რთულია... ვფიქრობ, არაფერი მიკვირს, უბრალოდ, ბევრი მათგანი  მაოცებს მათი თავისუფალი, კრიტიკული აზროვნებით. ყოველთვის ვამბობ: „ჰკითხეთ მოსწავლეებს, მათ საუკეთესო იდეები აქვთ!“ მინდა მათ ვურჩიო, რომ გამოიყენონ ყველა დღე, ყველა შესაძლებლობა წინსვლისთვის, თავისუფლად მოითხოვონ სკოლისგან, მასწავლებლებისგან ის, რაც მათ ეკუთვნით - უსაფრთხო, მრავალფეროვანი, მოსწავლის ცოდნასა და უნარ-ჩვევებზე ორიენტირებული სასკოლო გარემო. 

- მშობლებს ვურჩევდი... 

- მშობლებს ვურჩევდი მეტად მოუსმინონ შვილებს, ნუ გახდება ბავშვის განმსაზღვრელი შეფასება - მაღალი ქულა, მათი თვითმიზანი. მინდა, მშობლების კომუნიკაცია სკოლასთან, გასცდეს მათი შვილის ქულების შესახებ ინფორმაციის მიღებას. ვურჩევდი, მეტად გააქტიურებას, მათი მოსაზრებების სკოლამდე, გულწრფელად მოტანას. 

დიდი სურვილი მაქვს, უფრო მეტი მშობელი გამოთქვამდეს სურვილს სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობაზე, ვინაიდან მიმაჩნია, ბავშვი მეტად მოტივირებული, ბედნიერი და  წარმატებულია,  როცა სკოლა, მშობელი და მოსწავლე ერთად ფიქრობენ, ერთად მოქმედებენ.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ... 

- ყველაზე ხშირად ჩემს სკოლაზე ვფიქრობ, ჩემს მოსწავლეებზე, მასწავლებლებზე.  ვფიქრობ, მაქსიმალურად მოვიძიო და გამოვიყენო ყველა შესაძლებლობა, რათა ჩემი სკოლა იყოს ადგილი, სადაც ყველა მოსწავლეს, ყველა მასწავლებელს უხარია მოსვლა, სადაც  თავს ყველა ბედნიერად იგრძნობს, სადაც ყველა მოსწავლე მოახერხებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას.

ვფიქრობ, მასწავლებელთა პროფესიულ წინსვლაზე, რათა მათ შეძლონ მოსწავლეები აღჭურვონ იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რაც მოსწავლეებს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე, კრიტიკულად და შემოქმედებითად მოაზროვნე მოქალაქეებად ჩამოაყალიბებთ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

პედაგოგებისთვის 250 ლარია გამოყოფილი - ვის ეხება დაფინანსება

დირექტორი მე-8 კლასელების მდგომარეობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ისინი ახლა სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ არიან 

ცოდნისა და წიგნიერების დღესასწაული იზრუნელებისთვის - izrune.ge მასშტაბურ ღონისძიებებს თბილისსა და ბათუმში ჩაატარებს

ბაღის აღმზრდელებისაა და დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის კონკურსი გამოცხადდა - ვადები და დეტალები

ეროვნულების გარეშე უმაღლესში ჩარიცხვის წესში ცვლილება შევიდა - ვის ეხება მინისტრის ბრძანება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ცერემონიალზე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სამხატვრო კონკურსის შედეგები გამოცხადდა

მოსწავლეებზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა მუზეუმის კოლექციამ


საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება