მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, საბავშვო გადაცემა „გვირილების“ წამყვანებმა ღვაწლმოსილი პედაგოგისგან, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მარტვილის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვივინა ძიძიგურისგან ინტერვიუ აიღეს.
„სიკეთე - გზა სრულყოფილებისაკენ! ყოველი ადამიანის სული ბუნებით მოწოდებულია ცხონებისაკენ და მიწიერი ცხოვრების მანძილზე მთელი თავისი არსებით მიელტვის სიკეთეს, ყველგან ცდილობს, შეკრიბოს მოიხვეჭოს სიკეთე.
სიკეთეა, როდესაც ეხმარები ადამიანს უცნობს, ნაცნობს და იმისგან არაფერი არ გინდა. სიმართლე ყოველთვის და ამის არ უნდა გეშინოდეს ადამიანს. სიკეთე უსასრულოა, კაშკაშა მზე და მისი სხივებია. მას საზღვარი არ აქვს, იგი ღვთისგან ნაბოძები ნიჭია და მადლია. მხოლოდ სიკეთით შეიძლება სვლა ყოვლისშემძლე მთის მწვერვალისკენ. იგი ღვთისგან მოდის და ადამიანებში სახლდება. სიკეთე უდიდესი ნიჭიც არის, რადგან ის ამკვიდრებს ბედნიერებას, სიხარულს, ყოველივე კეთილი წარმოქმნის ყოველგვარ ადამიანურს, რომელიც ძალიან გვჭიდება, სიკეთე ქმნის სიკეთეს, რომლითაც უნდა გავიხაროთ.
სწორედ ასეთ კეთილშობილ ადამიანთან იმყოფებოდნენ ინტერვიუს ასაღებად ხუნწის საჯარო სკოლის IV კლასის საბავშვო გადაცემა „გვირილების“ წამყვანები...ეს ადამიანი გახლავთ ღვაწლმოსილი პედაგოგი, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მარტვილის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე - ქალბატონი ვივინა ძიძიგური, რომელიც სიკეთის განსახიერებაა და მუდამ დგას პედაგოგების სადარაჯოზე. მისი ღვაწლი კი მოსწავლეების მიმართ ფასდაუდებელია“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება
„არებისთვის“ რომელ მოსწავლეებს ენიშნებათ გამოცდა და აქვს თუ არა მნიშვნელობა, საგანი ერთი სემესტრი ისწავლება თუ - ორი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აქტივობებს ჰქონდა როგორც სასწავლო-შემეცნებითი ასევე გასართობი სახე
გადაწყვეტილება სკოლამ მშობელთა კომიტეტთან შეთანხმებით მიიღო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება