სიახლეები
სიახლეები

უნივერსიტეტში ჩაბარება ეროვნული გამოცდის ქულით, სკოლის ნიშნითა და მასწავლებლის რეკომენდაციით - გორგოძის განმარტება ახალ იდეაზე
04-03-2021
-
+


„ჩვენ ვიხილავთ ასეთ მიდგომას, რომ რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად გაითვალისწინონ სხვა კომპონენტებიც, როგორიც არის სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან და კლასგარეშე მუშაობა“ - განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მიერ გაჟღერებულ ამ ინიციატივაზე კომენტარი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ გააკეთა.

გორგოძის თქმით, მინისტრმა ერთ-ერთი იდეა გამოიტანა საჯაროდ, თუმცა საუბარი სხვადასხვა მოდელებზეც მიდის. თუმცა, ამ ეტაპზე ცენტრი ცვლილებებზე აქტიურად არ მუშაობს.

„ზოგადად, მსჯელობა იმაზე, რომ საგამოცდო მოდელი უნდა დაიხვეწოს მუდმივად მიმდინარეობს. ეს იყო ერთ-ერთი იდეა, რომელიც მინისტრმა გააჟღერა, თუმცა სხვადასხვა მოდელებზეა საუბარი.

ვერ ვიტყვი რომ ახლა ჩვენ, აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ისევ პანდემიური დღის წესრიგი გვაქვს და ძალიან კონცენტრირებული ვართ გამოცდაზე, რადგან თითქმის 80 ათასი გამოსაცდელი უნდა მივიღოთ. ეს იქნება სამომავლო პერსპექტივა და როდესაც მოახლოვდება ეს პერიოდი, რომ გარკვეული ცვლილებები კიდევ განხორციელდეს, ამის შესახებ დეტალურად შეიტყობთ“, - აღნიშნავს სოფიო გორგოძე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება