მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
Etaloni.ge ბათუმის N30 საჯარო სკოლის დირექტორს, ცისანა ბარამიძეს წარმოგიდგენთ, რომელიც პოზიტიური დამოკიდებულებით მუდმივად ცდილობს, სკოლაში მოსულ თითოეულ ადამიანს ცხოვრება გაულამაზოს. სკოლაში სასწავლო პროცესი რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს. ქალბატონი ცისანა კი ბლიც-ინტერვიუში იმაზე საუბრობს, როგორ დაძლიეს კოვიდ-პანდემიის გამო წარმოქმნილი გამოწვევები საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში - ურთიერთთანამშრომლობითა და გუნდურობით.
- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა...
- რა ძვირფასია სიცოცხლე! ადამიანის შესაძლებლობა უსაზღვროა, ჩახუტებიდან ჩახუტებამდე რა დიდი და რა პატარა გზა ყოფილა.
- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...
- ბრძოლა არსებობისთვის! თუ მოინდომებ, შეძლებ! ადამიანის შესაძლებლობა უსაზღვროა.
- 2020 წელს დავახასიათებდი...
- გამოწვევების წლად.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...
- გავაკეთეთ კომპლექსური დავალება, ვმუშაობთ პროექტზე.
- მშობლებს ვურჩევდი...
- ჩამოვართვათ მასწავლებელს გამოწვდილი ხელი და ერთად ჩავჭიდოთ ჩვენს შვილებს.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
- ვასწავლოთ ისე, რომ მოუნდეთ სწავლა!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.