მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ? რა ახარებს მასწავლებლებისგან და რა უკვირს მოსწავლეებისგან? - ამ და სხვა კითხვებს etaloni.ge-თან ბლიც-ინტერვიუში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გორელოვკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ტატიანა კარევა პასუხობს
- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა...
- რომ, ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს ჩვენი ჩვეული ცხოვრების წესი და რეალური საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ჩვენთაგანი. პანდემიამ დაგვანახა: რამდენად აუცილებელია კანონმორჩილება და ორგანიზებულობა. პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობის გამო.
- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...
- ონლაინ სწავლებამ დაგვანახა რამდენად საჭიროა კომპიუტერული ტექნოლოგიების ფლობა, მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების მხრიდან. გვასწავლა ახალი უნარები: დისტანციური გაკვეთილების ჩატარება, დისტანციური შეხვედრა მშობლებთან, დისტანციური პედსაბჭოები და ტრენინგები....
- 2020 წელს დავახასიათებდი...
- 2020 წელი იყო არამარტო ჩვენთვის, მთელი მსოფლიოსათვის დიდი გამოწვევის წელი იყო. წელი რომელმაც შეიწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე, გამოიწვია ეკონომიური პრობლემები.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...
- როდესაც პასუხისმგებლობით და გაგებით ეკიდებიან ნებისმიერ გამოწვევას.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...
- მიკვირს და მახარებს რომ ბავშვები არ მოიცვა საერთო პანიკამ და უფროსებისაგან განსხვავებით ადვილად შეეგუვნენ პანდემიასთან დაკავშირებულ რეგულაციებს.
- მშობლებს ვურჩევდი...
- იყვნენ უფრო მეტად ინფორმირებულები ქვეყანაში არსებული მდგომარეობით. მოიპოვონ ინფორმაცია არსებული რეგულაციებისა და წესების შესახებ, ითანამშრომლონ სკოლასთან მჭიდროდ.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
- რომ მალე დამთავრდეს პანდემია და ჩადგეთ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში. პანდემიამ არ შეუშალოს ხელი სკოლის აქტიურ ცხოვრებას. ღონისძიებების მოწყობასა და მასში მონაწილეობას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.