მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის, წერეთლის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს კვირეული მიეძღვნა, რომელიც მოსწავლეთა პერფორმანსით დასრულდა. იმ დღეს სკოლას საპატიო სტუმრები ჰყავდა, რომლებმაც 1921 წლის 25 თებერვლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს ისტორიაში.
„სახელმწიფო მინისტრის აპარატი განაგრძობს ცნობიერების ამაღლებისა და საინფორმაციო კამპანიებს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. ეს შეხვედრა მიეძღვნა საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს. ღონისძიება ჩატარდა წერეთლის საჯარო სკოლაში, სადაც ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოება იყო წარმოდგენილი. ვისაუბრეთ ამ დღის მნიშვნელობაზე. ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ ისტორია, რათა შემდეგ, სწორედ განჭვრიტონ მომავალი, გააანალიზონ და სწორად დაგეგმონ თითოეული ნაბიჯი. მათ საკუთარი თავი უნდა დაინახონ მომავლის მშენებლობაში, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა“, განაცხადა შერიგებისა და თანასწორობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლია გიგაურმა.
ქვემო ქართლის რეგიონის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა კი აღნიშნა, რომ 1921 წლის 25 თებერვალი უმძიმესი დღეა საქართველოს ისტორიაში“.
მოსწავლეებმა, საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს პერფორმანსი მიუძღვნეს, წერეთლის საჯარო სკოლის დირექტორმა, მარინა მაჭარაშვილმა კი აღნიშნა:
„გავიხსენეთ ავბედითი ისტორია და პატივი მივაგეთ იუნკერთა ხსოვნას; მოხარული ვარ, რომ ჩვენი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ მსგავს ღონისძიებებში და მიმაჩნია, რომ საქართველოს ღირსეული მოქალაქეების აღზრდისთვის აუცილებელია, პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება“.
ღონისძიება პომპეზური იყო, თუმცა რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა და მას საინფორმაციო გადაცემასეი სიუჟეთიც მიუძღვნეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება
„არებისთვის“ რომელ მოსწავლეებს ენიშნებათ გამოცდა და აქვს თუ არა მნიშვნელობა, საგანი ერთი სემესტრი ისწავლება თუ - ორი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აქტივობებს ჰქონდა როგორც სასწავლო-შემეცნებითი ასევე გასართობი სახე
გადაწყვეტილება სკოლამ მშობელთა კომიტეტთან შეთანხმებით მიიღო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება