მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„რუსეთი ოკუპანტია“ - ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლაში, მე-11 კლასის ინიციატივით, პროექტი განხორციელდა, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის ასი წლისთავს მიეძღვნა. პროექტის ორგანიზატორი იყო ლიტერატურის მასწავლებელი ნინო კორტი.
„1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ მთელი სამოცდაათი წელი გასტანა.
მე-11 კლასის მოსწავლეებმა: მარიამ კორტმა, საბა ჩაფიძემ, ელო ბოჭორიშვილმა, მარიამ ბეითრიშვილმა და ელენე ბოჭორიშვილმა წარადგინეს პრეზენტაციები, დეტალურად ისაუბრეს თემის ირგვლივ, უფრო ახლოს გაგვაცნეს ის ეპოქა, რეჟიმი და რაღა თქმა უნდა ჩვენი ეროვნული გმირები. ბოლოს კი წაიკითხეს შემდეგი ლექსები: „მაშ გამარჯვება“, „თოვდა და თბილისს ებურა თალხი“ „თუ ვინმე ფიქრობს“ კოტე მაყაშვილის „მაროს“ და სხვა.
პროექტს ორგანიზებას უწევდა, ლიტერატურის მასწავლებელი ქალბატონი ნინო კორტი.
წარმოდგენას ესწრებოდნენ მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები.
პროექტის მიზანი იყო, ბავშვებს გაეცნოთ დამსწრე საზოგადოებისთვის, თუ რა იყო რუსეთის რეჟიმი, რა დაგვიშავა რუსეთმა, რა უბედურება დაატრიალეს საქართველოში, როგორ ცდილობდნენ ჩვენთვის ყველაფერი წაერთმიათ. ჩვენი ეროვნული გმირები გაგვახსენეს, რომლებიც ჩვენთვის თავდაუზოგავად იბრძოდნენ, იბრძოდნენ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის.
ძალიან დიდი მადლობა მონაწილეებს, განსაკუთრებით ნინო მასწავლებელს, რომელმაც ბევრი იშრომა და დაეხმარა ბავშვებს პროექტის განხორციელებაში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები და ვიდეოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება
„არებისთვის“ რომელ მოსწავლეებს ენიშნებათ გამოცდა და აქვს თუ არა მნიშვნელობა, საგანი ერთი სემესტრი ისწავლება თუ - ორი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აქტივობებს ჰქონდა როგორც სასწავლო-შემეცნებითი ასევე გასართობი სახე
გადაწყვეტილება სკოლამ მშობელთა კომიტეტთან შეთანხმებით მიიღო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება