მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის, ასლან შაინიძის სახელობის, დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი, ბოლნისის, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელს, ქეთინო დადვანს წარმოგვიდგენს, ულოცავს დედის დღეს და მისი, როგორც პედაგოგის, როგორც „ათასი ბავშვის მშობლის“ დამსახურებებზე ვრცლად და ემოციურად საუბრობს. ნინო დოხტურიშვილის ნააზრევს Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
„სრულიად საქართველოს ვულოცავ დედის დღეს! დაე, გაზაფხულივით თბილი და სიყვარულის მომტანი იყოს თქვენთვის ამ დღის სიდიადე. დღევანდელი ჩემი წერილი ეძღვნება, დედას, რომელმაც მრავალი შვილი გამოზარდა. განურჩევლად მრწამსისა, ასაკისა, სქესისა... მოგეხსენებათ, საგანმანათლებლო სფეროში წლობით შეძენილი გამოცდილება გაძლევს საშუალებას, არსებითად გაიაზრო მოზარდის აღზრდის თავისებურება და კორექტულად მიაწოდო სარჩო-საბადებელი მათ სულიერ მოწიფულობას, რომელიც ერთგვარი ჟანგბადია, როგორც გონების, ასევე გულისთვის.
ასეთი მენტალიტეტით ასაზრდოებს ქალბატონი ქეთინო დადვანი ჩიტის ბუდიდან ახლად შეფრთიანებულ ბარტყებს, რაც ნათელი აზროვნებისა და კეთილსინდისიერ პიროვნებად ჩამოყალიბების ურყევი საწინდარია.
ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის N1 საჯარო სკოლაში მოღვაწე პატივცემული პედაგოგი, ქალბატონი ქეთინო დადვანი, მრავალი ღირსეული პიროვნების აღმზრდელი დედაა. ფრიად სასიამოვნო ქალბატონი, ყოველთვის იყო და არის პატრიოტული სულის, ქართული ტრადიციების, როგორც ქომაგი , ასევე მიმდევარი. სწორედ ასეთი პიროვნების გარემოცვაში იძერწება, ჩემი შვილის გიორგი ჯაჯანიძისა და მისი კლასელების მსოფლმხედველობა, იდეოლოგია და მამულიშვილობა.
გაოცებული ვარ ამ ადამიანის მიერ უანგაროდ გამოვლენილი სითბოთი, ყურადღებითა და დაუღალავი შრომით, რომელიც ორიენტირებულია მისი აღსაზრდელების განათლებაზე, წინსვლაზე, წარმატებულ მომავალზე... პედაგოგი, რომელმაც სრულფასოვნად შეაყვარა ბავშვებს თავი და ეს შეძლო პანდემიის პირობებში... ჩემი შვილისთვის ქალბატონი ქეთინო პირველი პედაგოგი გახლავთ. სწორედ მან აზიარა სკოლის კედლებს, შეაყვარა ენა, მამული, სარწმუნოება. სწორუპოვრად იქცა მეორე აღმზრდელ მშობელ დედად. მის ხელში გარდაიქმნა მოსწავლეების აზროვნება, იაკობ გოგებაშვილის „დედაენაზე“ მომართულ სიმებად. სასიამოვნო ქართულ ხალხურ მოტივებზე აჟღერებულ ჰანგებად...
ქალბატონო ქეთინო, უღრმესი მადლობა ყოველი წუთისთვის, წამისთვის, იმ დიდი ყურადღებისთვის, რომელსაც ავლენთ ჩვენი შვილების მიმართ. სწორედ თქვენი ძალისხმევის შედეგად, ეს თაობა აღიზრდება პატრიოტული სულისკვეთებით!
გილოცავთ დედის დღეს, სწორედ ეს დედაშვილური სითბო იყოს თანმდევი თქვენი პიროვნული სიდიადის და მრწამსისა“!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აკადემია პედაგოგებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ კონკრეტულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ გახდნენ ინოვაციური მასწავლებლები
საგამოცდო ლიტერატურა მასწავლებელბისთვის ყველა საგანში - საკითხები, ტესტის ნიმუშები და შეფასების კრიტერიუმები
„ვირუსების პიკი გადავლილი არ არის - განსაკუთრებული რისკის ქვეშ 5 წლამდე ბავშვები არიან, მათ უმრავლესობას ფილტვების ანთება აქვს“ - ივანე ჩხაიძე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლის პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვან აქტივობებს მიმართავენ
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს თანატოლებს, რომ წიგნის სიყვარულს შეუძლია სამყაროს შეცვლა უკეთესობისკენ
მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე