სიახლეები
პიროვნება

„მშობლებს ვურჩევდი, ბავშვებს შთააგონონ სიყვარული, პატივისცემა და დაფასება“ - ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის პედაგოგი ფატიმა მგელაძე
04-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ? რა ახარებს მასწავლებლებისგან და რა უკვირს მოსწავლეებისგან? - ამ და სხვა კითხვებს etaloni.ge-თან ბლიც-ინტერვიუში ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის პედაგოგი ფატიმა მგელაძე პასუხობს:

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა. . . 

- ყოველდღიური ყოფა და ცხოვრების თითოეული დღე თუ რაოდენ ლამაზი, ფერადი და ნათელი ყოფილა. ის, რაც წარმოუდგენლად მიგაჩნია, ერთ დღესაც შეიძლება გაიღვიძო და აღმოაჩინო ცხოვრება „თავდაყირა“ დამდგარა, უმნიშვნელო დეტალებს, რომელიც ადრე ჩვეულებრივ მოვლენად მიგაჩნდა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. დავინახეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანებთან ყოფნა, მათი როლი შენს ცხოვრებაში და პირიქით, შენი როლი სამყაროსთვის. 

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . .  

- შეუძლებელი არაფერია, მთავარია მონდომება... ყოველგვარი სიახლე თრგუნავს და აფორიაქებს ადამიანის სულიერ სამყაროს, ის რაც წარმოუდგენლად მიგაჩნდა, აღმოაჩენ, რომ გადალახვადია, მასწავლებლისთვის საგაკვეთილო პროცესის წარმართვა სკოლის კედლებს გარეთ იგივე იყო, როგორც თევზი წყლის გარეშე, თუმცა სიყვარული და მონდომება გამოწვევების გადალახვის გზებს ყოველთვის გაპოვნინებს...

- 2020 წელს დავახასიათებდი. . . 

- დიდი გამოწვვებითა და „გაურკვეველი“ ემოციებით აღსავსე წლად, ერთდროულად შიშისა და მისი გადალახვით მოგვრილი სიამოვნების, კარჩაკეტილი ცხოვრებით შებოჭილი და ეკრანს მიღმა მომღიმარე საახეებით გამოცოცხლებულ დროდ...

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . . 

- ურთიერთრჩევების გაზიარება, მხარდაჭერა, კოლეგიარულობა...

- მშობლებს ვურჩევდი. . . 

- ეცადონ, კიდე უფრო მეტად დაუახლოვდნენ ბავშვებს, მოუსმინონ მათ სურვილებს, პატივისცემითა და მზრუნველობით მოეკიდონ მათ მისწრაფებებს, საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩაერთონ, ბავშვებს შთააგონონ ერთმანეთის სიყვარული, პატივისცემა და დაფასება...

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . . 

- ადამიანი ერთადერთი ფენომენია, რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერია, გულით უნდა გწამდეს და ყოველგვარ ცვლილებას, გამოწვევას აუცილებლად გადალახავ, მთავარი იმოქმედო, მოინდომო და მიისწრაფო წარმატებისკენ...

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება