მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„სადაც დედაა - იქ სითბო და სიყვარულია“ - სკოლა - ლიცეუმ „ცოდნას“ დაწყებითი კლასების დამრიგებლებმა: ნია დათუკიშვილმა, სალომე ქევხიშვილმა, თამარ ოქრიაშვილმა, ირინა დოლიძემ, ლიკა ლაგვილავამ, თეკლე ბეგიაშვილმა, მარიამ მოდებაძემ, ეკატერინე ბეჟიტაშვილმა, მედეა ბოლქვაძემ, ნინო სამსონაშვილმა, მზია ლომიძემ, ესმა თევზაძემ, დარეჯან ცხომარიამ, ბელა თოდუამ და პედაგოგის თანაშემწეებმა: ქეთი ჭუმბურიძემ, ოლია ჭუბაბრიამ, თამარ გელენავამ, მარიკა შაპანსკიმ, სოფო დანდლიშვილმა, ელენე ბუჩუკურმა, ლია გეჯაძემ, ირმა ორჯონიკიძემ, მადონა ჩალაძემ, თინათინ ნოზაძის ხელმძღვანელობით, დედებს 3 მარტი ორიგინალური მისალოცი ბარათებითა და დისტანციური ღონისძიებებით გაულამაზეს.
სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ დირექტორის, ნაზი ნადირაძის მისალოც წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„ძვირფასო დედებო,
გილოცავთ დედის დღეს...
მთელი ჩვენი ქვეყნის ისტორია ქალების, დედების სათნოების, გმირობის, თავდადებისა და გამძლეობის მაგალითია. ყველა დედას გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამშობლოსთვის საამაყო შვილების გაზრდას.
შვილებს კი ვეტყვი - სადაც დედაა იქ სიმყუდროვე და ხალისია, სადაც დედაა იქ სითბო და სიყვარულია.
გაუფრთხილდით დედებს!“
სკოლის პედაგოგები ყველა დედას ულოცავენ 3 მარტს კეთილი სურვილებით:
„დედის დღე“ პირველად 1910 წელს აღინიშნა ვირჯინიის შტატში, თუმცა ოფიციალურ დღესასწაულად 1914 წელს გამოცხადდა.
„დედის დღე“ საქართველოში 1991 წლიდან დაწესდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, ინიციატივით და მას მერე იგი ოფიციალური დასვენების დღეა. თუმცა დედის მიმართ პატივისცემის ტრადიცია საქართველოში ოდითგან გვაქვს. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეს დღე სიმბოლურად 3 მარტს, გამოზამთრების შემდგომ, სიცოცხლის განახლების პერიოდში, აღინიშნება. დედა და შვილი ერთი სულია ორ სხეულში. შვილი დედისთვის ყველაზე ძვირფასი განძია, რომელიც მას ღმერთმა აჩუქა.
სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“ ყველა დედას გილოცავთ გაზაფხულის ამ ლამაზ დღესასწაულს! გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, ბედნიერებას, შვილების კეთილდღეობას და გახარებას! გქონოდეთ იმის ძალა და შესაძლებლობა, რომ მისცეთ მათ მხიარული ბავშვობა, გადასცეთ და ჩაუნერგოთ სულიერი ფასეულობები, აღზარდოთ ისინი განათლებულ, წარმატებულ ადამიანებად და საამაყო მამულიშვილებად!“-წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში