სიახლეები
სკოლები

დმანისის N2 სკოლის ექიმი სტამბულ ბაირამოვი ლონდონის სკოლის ერთთვიან კურსში წარმატებით მონაწილეობისთვის სერტიფიკატით დაჯილდოვდა
04-03-2021
-
+


დმანისის N2 საჯარო სკოლის ექიმმა, 82 წლის სტამბულ ბაირამოვმა, ლონდონის სკოლის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის 1-თვიან კურსში - „მსოფლიოში ეპიდემიის აფეთქება და საშუალოზე დაბალი შემოსავლები“ წარმატებით მონაწილეობისთვის, სერტიფიკატი მიიღო.

სკოლის ადმინისტრაცია, 50-წლიანი სტაჟის მქონე ექიმს, კოვიდ-პანდემიის პირობებში მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის.

„სკოლის ადმინისტრაცია განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს ჩვენი სკოლის ექიმის სტამბულ ბაირამოვის მიმართ, რომელმაც საკუთარი ასაკის (82 წლის) მიუხედავად, განსაკუთრებულად გამოიჩინა თავი covid-19 ის პირობებში, კოლექტივისთვის, მშობლებისა და მოსწავლეებისთვის ონლაინ რეკომენდაციების მიცემით.

ასაკის მიუხედავად, ის ასევე ინტერესს ავლენს კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართ. დარეგისტრირდა ლონდონის სკოლა ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის 1-თვიან კურსზე - „მსოფლიოში ეპიდემიის აფეთქება და საშუალოზე დაბალი შემოსავლები“. აღნიშნულ კურსზე სწავლობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სტუდენტები და ლექციებს კითხულობდნენ მსოფლიო ექსპერტები.

50-წლიანი სტაჟის მქონე უხუცესმა მსმენელმა ჩვენი სკოლის ექიმმა სტამბულ ბაირამოვმა წარმატებით დაძლია კურსი და მიიღო დამსახურებული სერტიფიკატი", - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები

საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 26 თებერვლამდე შეწყვეტილი იქნება - დეტალები

ვინ და როდის მოიგონა თებერვალი?

განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა - რომელ დეპარტამენტს ეხება ცვლილება

ბაღებისა და სკოლებისთვის კონკრეტული ვადები განისაზღვრა - დოკუმენტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში

სკოლაში არ ივიწყებენ ისეთ თარიღებს, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში

აგანის საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს თითოეულ მოსწავლეს ცხოვრების ყველა ეტაპზე

ვიქტორინა მესამეკლასელების დამრიგებლის, ქეთევან გულიაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა

ბავშვებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს ყველას, რომ მშობლიურ ენას დაცვა სჭირდება

საინტერესო

ვინ და როდის მოიგონა თებერვალი?

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში

რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი მიდგომა? 

სიახლეები
საზოგადოება