მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლის მათემატიკის წამყვანმა პედაგოგმა შორენა ნიკოლეიშვილმა შთამბეჭდავი გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილის თემა იყო „პითაგორას თეორემის მიხედვით ამოცანის ამოხსნა“.
სკოლის დირექტორი ვერიკო ბენიძე შორენა ნიკოლეიშვილს საქმის პროფესიონალს უწოდებს და მათემატიკის გაკვეთილის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:
„ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ... ერთი სიტყვით, გუშინ მომდევნო გაკვეთილი მე-8 კლასში მათემატიკა იყო. გაკვეთილს წამყვანი მასწავლებელი შორენა ნიკოლეიშვილი ატარებდა და განცდაც სასიამოვნო შემყვა საკლასო ოთახში. თუმცა პირველივე წამიდან ისეთ საოცარ ისტორიულ გარემოში აღმოვჩნდი... ჩემი მოლოდინი არაფერი იყო მასთან შედარებით. თემა - „პითაგორას თეორემის მიხედვით ამოცანის ამოხსნა“. ისეთი გაკვეთილი იყო, შენც რომ მოსწავლედ გაქცევს და გაკვეთილზე ყოფნის მისიას დაგავიწყებს!
მიყვარს საქმის პროფესიონალები, შენ ასეთი ხარ შორენა ნიკოლეიშვილო, ყოჩაღ!“, -წერს სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე ვერიკო ბენიძე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
აქტივობას ხელმძღვანელობდა სომხური ენის მასწავლებელი, ისკუი ეღუნიანი