სიახლეები
სიახლეები

„რეფორმას ვერ დავიწყებთ დღეს, ხვალ... საჭიროა, შეიცვალოს ესგ, გაიზარდოს მასწავლებლის და სკოლის ავტონომიურობა“
26-05-2021
-
+


„ეროვნული გამოცდების ფორმა საჭიროებს რეფორმას არამხოლოდ სტრუქტურის კუთხით, არამედ შინაარსობრივად. ჩვენ ვიხილავთ ასეთ მიდგომას, რომ რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გაითვალისწინონ სხვა კომპონენტებიც, როგორიცაა სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან და კლასგარეშე მუშაობა. ამერიკაში ეს დიდი ხანია აპრობირებულია და ძალიან კარგად მუშაობს, ჩვენც შეგვიძლია ანალოგიური მოდელი დავნერგოთ“, - ასე დააანონსა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ის ცვლილებები, რომელიც ეროვნული გამოცდების კუთხით იგეგმება. ბუნებრივია, ამ განცხადებამ, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. განათლების საკითხების სპეციალისტი, პროფესორი შალვა ტაბატაძე ჩხენკელის ინიციატივას აფასებს:

„არსებობს მკვეთრად განსაზღვრული კრიტერიუმები, რითაც შეგვიძლია, გავზომოთ მისაღები გამოცდების სისტემის ეფექტიანობა და ამ თვალსაზრისით, არც სოციალური სამართლიანობის, სასკოლო განათლების გაძლიერების, ასევე უმაღლესი განათლების ავტონომიურობის, არც შრომით ბაზარზე მიბმულობის თვალსაზრისით მისაღები გამოცდების სისტემა არ პასუხობს არსებულ რეალობას და მის შეცვლაზე უნდა ვიფიქროთ.

მრავალკომპონენტიანი სისტემის დამკვიდრებით, სკოლებს ეძლევათ გადაწყვეტილების მიღების შესაბამისი უფლებამოსილება, უბრუნდებათ სტატუსი, ისევე, როგორც დაუბრუნდება პრესტიჟი; ხდება ფოკუსირება არა ერთწლიან მომზადებაზე - რეპეტიტორზე, არამედ მთლიანად სასკოლო ცხოვრებაზე, სასკოლო გამოცდილებაზე, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოს მოსწავლემ; ასევე იზრდება უნივერსიტეტების ავტონომიურობა“.

თუმცა ასეთ დროს, შეიძლება წავაწყდეთ სოციალური უთანასწორობის ნიშნებს, რადგან მშობლების ნაწილს არ აქვს საშუალება, კლასგარეშე აქტივობებით დაკავდნენ მათი შვილები. შესაბამისად, ისინი ვერ მიიღებენ შეფასებას და არაა გამორიცხული გამწვავდეს სოციალური უთანასწორობის საკითხები, რაზეც შალვა ტაბატაძე პასუხობს:

„მარტივია ამ რისკფაქტორის განეიტრალება - შესაძლებელია კლასგარეშე აქტივობები არ გამოვიყენოთ კონკურენციისთვის, დავაწესოთ მინიმალური სტანდარტი - თუ აპირებს  მისაღებ გამოცდებში მონაწილეობა, უნდა ჰქონდეს კლასგარეშე აქტივობები, კი არ შევაჯიბროთ, ვის აქვს 5, ვის 7 და ვის 10 აქტივობა, არამედ ეს გავხადოთ სკოლის კულტურის ნაწილად“.

რაც შეეხება უნივერსიტეტებისთვის სტუდენტების არჩევის უფლების მინიჭებას, რამაც შესაძლოა ხარისხზე უარყოფითად იმოქმედოს, შალვა ტაბატაძე აღნიშნავს, რომ ეს არ მოხდება თუ დაფინანსების სისტემა შეიცვლება.

„საუბარია ხარისხზე ორიენტირებული სისტემის დაფინანსებაზე და ამ შემთხვევაში აღარ იქნება აუცილებლობა, ხარისხი დაწიონ...

მაგრამ რეფორმას ვერ დავიწყებთ დღეს, ხვალ... ამისთვის საჭიროა შეიცვალოს X-XII კლასებში ეროვნული სასწავლო გეგმა; უნდა შეიცვალოს სკოლების ადმინისტრირება და ის უნდა გახდეს დეცენტრალიზებული; უნდა გაიზარდოს მასწავლებლების, სკოლების ავტონომიურობა და შეფასების სისტემის მიმართულებით მკვეთრი ნაბიჯებია საჭირო. იდეის მთავარი არსი ისაა, რომ აჩენს ორიენტირს, რაც დღეს სკოლებს არ გააჩნიათ და უფუნქციოდ არიან დარჩენილები. მხარს ვუჭერ იდეას, შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით, შესაბამისი საერთო რეფორმების კონტექსტსა და კარგად დაგეგმვის პირობებში. 2026-2027 წლიდან მისი განხორციელება არის სრულიად რეალიზებადი“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება