სიახლეები
საინტერესო

მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე ხოხობს ქართული სახელი, მდინარე ფაზისიდან წარმომდგარი– ფაზან ჰქვია
13-11-2017
-
+


საინტერესო ფაქტები, რომელიც საქართველოს უკავშირდება.

საქართველოსა და კავკასიონისათვის ენდემურია თეთრბრჭყალება დათვი (გვხვდება აჭარაში);

საქართველოში სხვა ქვეყნებიდან შემოყვანილი და გავრცელებულია: ენოტისებური ძაღლი - ავსტრალიიდან (თელავის, ახმეტისა და თიანეთის რაიონებში); ამერიკული წაულა - ჩრდილოეთ ამერიკიდან (კოლხეთის დაბლობზე); სარკისებრი კობრი - ზოგიერთ ტბასა და წყალსაცავში; კრიპტოლემუსი - ავსტრალიიდან (ანადგურებს ციტრუსოვანთა მავნე ცრუფარიანებს); როდოლია (ჭიამაისებრთა ოჯახი) - ეგვიპტიდან (სპობს ციტრუსოვანთა მავნებელ ბიცერიას) და სხვა. გამბუზია შემოყვანილია ჩრდილოეთ ამერიკიდან. გავრცელებულია საქართველოსა და მთელს კავკასიაში, ყირიმსა და შუა აზიაში. იგი ანადგურებს მალარიის გამავრცელებელი კოღოს - ანოფელესის მატლებს;

ლეგენდის თანახმად, ხოხობი ოქროს საწმისთან და მედეასთან ერთად გაიტაცეს არგონავტებმა. ხოხბისთვის მდინარე ფაზისის მიხედვით შერქმეული სახელი - ფაზანი უცვლელად გადავიდა ბერძნულ და ლათინურ, შემდეგ კი ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და სხვა ენებში;

ადამიანის მეტყველებასთან შედარებით ცხოველების „ენა" ძალზე მარტივია. ბატი, მართალია, განრისხებისას ყიყინებს, მაგრამ თავის ემოციებს უფრო მეტად მრავალნაირი პოციზიით გამოხატავს;

მტკნარი წყლის პატარა თევზები სხვადასხვა ვითარებაში იცვლიან როგორც ფარფლების მდგომარეობას, ასევე ფერსა და მოხატულობას. ეს ხდება კანის ქსოვილებში წითლად და შავად შეფერილი განსაკუთრებული უჯრედების დაჭიმვით ან შეკუმშვით;

თევზები უფრო დაბალგანვითარებული არსებები არიან, ვიდრე ვეშაპები, ზღვის ღორები და დელფინები. ამ ცხოველებს უნარი აქვთ განსაზღვრონ მათთვის უხილავი საგნების (მაგალითად, წყალქვეშა რიფების, კლდეების) ადგილმდებარეობა, არეკლილი ექოთი აიღონ ორიენტაცია. მათ მუდმივად აქვთ ურთიერთკავშირი და შეუძლიათ გამოსცენ უთვალავი სხვადასხვა ბგერა;

დელფინებს ინგლისელი მეზღვაურები „ზღვის კანარის ჩიტებს" უწოდებენ;

ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ ცხოველებს სამართლებრივად უნდა ეგოთ პასუხი ქმედებისათვის. რომში ნუმა პომპილიუსის ბრძანებით ასამართლებდნენ არა მარტო სახელმწიფო საზღვრების, არამედ საოჯახო მიჯნების დამრღვევ ცხოველებსაც. მათ სიკვდილით სჯიდნენ;

მრავალი სახის ცხოველი იმარაგებს საკვებს. ზაზუნები ლოყის პარკებში ინახავენ საჭმელს, სანამ უფრო საიმედო ადგილს მოუძებნიან;

ფრინველები დამარაგებული საკვების მონახვას მხედველობითი მეხსიერების მეშვეობით ახერხებენ, მგელი ამას მეტისმეტად მგრძნობიარე ყნოსვის ორგანოების დახმარებით აკეთებს. ამით მეხსიერებას გადატვირთვისგანაც იცავს;

„საქართველოს წითელ წიგნში" ქათმისნაირი ფრინველებიდან შეტანილია ოთხი სახეობა: დურაჯი, გნოლი, კავკასიური როჭო და კასპიური შურთხი.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება