TOP ნიუსი
სიახლეები
პიროვნება

„მშობლებს ვურჩევდი, მეტად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში“ - დიდი ჯიხაიშის N1 სკოლის დირექტორი მანანა ხაზალია
05-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის დირექტორის, მანანა ხაზალიას ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:  

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- სამყარო იმდენად უსასრულო და გამოუცნობია, ადამიანები იმდენად პატარა და დაუცველი, რომ არ უნდა მოვდუნდეთ, ყოველდღიურად უნდა ვიზრუნოთ მისი შეცნობის, შენარჩუნებისა და გამოყენებისთვის.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- ის, რომ ადამიანი გონიერი არსებაა; აქვს ადაპტაციის უნარი. გვასწავლა ტექნოლოგიები.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- 2020 წელი რთული და ძალიან მძიმე წელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა გვიჩიჩინებდა დაშორიშორებას, ასეც ხდებოდა. შინაგანად ადამიანები ერთმანეთს უფრო დაუახლოვდნენ საერთო, უჩინარი მტრის წინააღმდეგ. რაც შეეხება სკოლას - ჩვენ გამოცდა წარმატებით ჩავაბარეთ, ჩავარდნის გარეშე.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- ასეთ რთულ პირობებში, ჩვენ დავიწყეთ ახალი სკოლის მოდელის დანერგვა, რაც თავისთავად, მარტივი პროცესი არ არის და მით უმეტეს პანდემიის პირობებში. ამ პერიოდში სწორედ ის მონდომება და შრომისმოყვარეობა მიხარია, რასაც მასწავლებლები იჩენენ ამ საკითხში.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- ის სერიოზული დამოკიდებულება, რითაც მოსწავლეები იცავენ პანდემიის საწინააღმდეგო წესებს (ბავშვები ხო მაინც ბავშვები არიან)

- მშობლებს ვურჩევდი...

- მეტად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში, რათა ერთად დავძლიოთ ის გამოწვევები, რაც ახასიათებს ზოგადი განათლების პროცესს საერთოდ და მით უმეტეს, დღევანდელ ვითარებაში.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

-ყველაზე ხშირად ვფიქრობ მომავალზე; ხვალინდელ დღეზე; - ამ ფიქრების უმეტესობა სკოლას ეხება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება