მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ქალი - დედა“ - ასე დაერქვა ინტეგრირებულ გაკვეთილს ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მე-6 კლასში, რომლის მასწავლებელიც ცარო ჭელიძეა.
მოსწავლეებმა საგაკვეთილო მასალაში - შ. რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ „თინათინის გამეფება“ - გამოკვეთეს თინათინისათვის დამახასიათებელი თვისებები, იმსჯელეს აფორიზმზე „ლეკვი ლომისა სწორია“… მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ქალი ყოველთვის ცხოვრების ფერხულში ტრიალებს, განსაკუთრებით კი დედა, რადგანაც სხვა საქმიანობასთან ერთად, ის შვილებს უზრდის სამშობლოს.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ლიტერატურული ჩანახატები, ლექსები, მინიატურები, მოთხრობები, ნახატები, ასევე მისალოცი ბარათები დედებისათვის.
საინტერესო აღმოჩნდა საქართველოს ისტორიიდან გახსენება სახელგანთქმული დედებისა: შუშანიკ დედოფალი, თამარ მეფე, ქეთევან დედოფალი, ცხრა ძმა ხერხეულიძეთა დედა, რეპრესირებულნი და სხვა.
გაკვეთილი იმითაც იყო საინტერესო, რომ მოსწავლეებმა თვითონვე მიიკვლიეს საცნობარო მასალები: ინტერნეტი, ენციკლოპედიები, ლექსიკონები, ინტერვიუები, საჭირო მხატვრული ლიტერატურა, ხელოვნების ნიმუშები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ