დედოფლისწყაროს N1 სკოლის სამი პედაგოგი, „ახალი სკოლის მოდელის“ შემაჯამებელ ფორუმზე, მოხსენებით წარსდგა
05-03-2021
დაკოპირებულია
-
+
დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა, პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ შემაჯამებელ ფორუმზე, საგნობრივი მიმართულებით მოხსენებები წარადგინა.
სკოლის ინფორმაციით, კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ: ქიმიის მიმართულებით: ირინე თეთვაძე; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით: შორენა ალუღიშვილი; ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით: თამარ ბოსტაშვილი.
„2021 წლის 23-24 ნოემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ 2020 წლის შემაჯამებელი ფორუმი გაიმართა, რომელიც ონლაინ რეჟიმში ჩატარდა პლატფორმა TEAMS-ის ფორმატში.
ფორუმს ესწრებოდა 1000-ზე მეტი მოწვეული სტუმარი - სკოლის დირექტორები, პედაგოგები, რესურცენტრების, პარტნიორი ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
ფორუმის მიზანი იყო, დამსწრე საზოგადოებისთვის წარედგინათ პროექტის ფარგლებში 2020 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე გაიმართა პანელური სესიები სხვადსხვა საგნობრივი მიმართულებით.
მონაწილეები გაეცნენ „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტში ჩართული საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ შესრულებული კომპლექსური დავალებების ნიმუშებს“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.