სიახლეები
სკოლები

„სუფთა გარემო ჩვენი უფლებაა, ხოლო დაცვა - მოვალეობა“ - ერკეთის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა
05-03-2021
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებასა და სხვადასხვა აქტივობაში. „სუფთა გარემო ჩვენი უფლებაა, ხოლო დაცვა - მოვალეობა'' - ამ სახელწოდებით განხორციელდა სასწავლო გარემოსდაცვითი პროექტი ერკეთის საჯარო სკოლის VI  კლასში, რომლის ხელმძღვანელიც ბუნებისმცოდნეობის პედაგოგი - ქეთევან დოლიძე გახლავთ.

მოსწავლეებმა შეიტყვეს გარემოს მრავალფეროვნებისა და სარგებლიანობის შესახებ. დაასუფთავეს სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორია, დარგეს ნერგები, დაამზადეს და თვალსაჩინო ადგილას გამოაკრეს აბრები ტყისა და გარემოს დასუფთავების მოწოდებით; დაგეგმეს და განახორციელეს რამდენიმე ეკოინიციატივა. საინტერესო იყო ეკონარჩენებისაგან დამზადებული სუვენირების გამოფენა, სასურსათო ნარჩენებისაგან სასუქების დამზადების ტექნოლოგია და სხვა.

პრეზენტაცია მოეწყო სკოლის დარბაზში, სათანადო რეგულაციების დაცვით და ერკეთის სკოლელებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია. გარემოსდაცვითი პროექტი გრძელდება და განაგრძობს არსებობას ჩვენს ყოველდღიურობაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვინ ვერ იმუშავებს საბავშვო ბაღში - აკრძალვა, რომელიც ყველა სკოლამდელ დაწესებულებაზე ვრცელდება

მე-11 კლასელი სკოლაში იარაღით მივიდა - შემთხვევა გორის N5 საჯარო სკოლაში

გრიპის შემთხვევების ზრდის გამო კლინიკაში ბავშვებისთვის საწოლები დაამატეს

2743 საგანმანათლებლო მოდული და დაფინანსების ოდენობა ცნობილია

შეზღუდვა საგაკვეთილო საათებზე - ინფორმაცია სკოლის პერსონალისთვის
პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

️გიმნაზია ულოცავს მოსწავლეებს წარმატებას და წინსვლასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს ანა კვირიკაძემ, ნინო ხონელიძემ და ფიქრია ლომიძემ

საინტერესო

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

სიახლეები
საზოგადოება