მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის, ასლან შაინიძის სახელობის, დისველის საჯარო სკოლაში გაზაფხულმა განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით შემოაბიჯა. უფროსკლასელებმა ერთგვარი პერფორმანსი მიუძღვნეს უსაყვარლეს მასწავლებლებს. „გაზაფხული და რვა მარტი ერთად მოგვილოცია“ - წარწერა დისველის საჯარო სკოლის კედელს ამშვენებდა; ღონისძიების შესახებ კი Etaloni.ge-ს დისველი საჯარო სკოლის პედაგოგი, ნინო დოხტურიშვილი თავად უამბობს:
„გაზაფხული და რვა მარტი ერთად მოგვილოცია“
ასეთი შინაარსის მოულოდნელი და სასიამოვნო მოლოცვა დაგვხვდა ასლან შაინიძის სახელობის, დისველის საჯარო სკოლის კედლებში, ამავე სკოლის ქალბატონი პედაგოგებისთვის მიძღვნილი და ფაქიზად ორგანიზებული. თუმცა გაზაფხულის სითბო ყველა ქალბატონს ეკუთვნის. აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ყურადღება და სითბო გვამხნევებს, ძალასა და მოტივაციას გვაძლევს.
ჩვენს ძვირფასი მოსწავლეების მიერ შესრულებული, ქართული საცეკვაო დადგმა, მეტად სასიამოვნო და წარუშლელ მოგონებად დარჩება რუტინული ყოფით გაჯერებულ მეხსიერებაში. გაზაფხულის ფერებში შეფერილი კედლის მისალოცი პლაკატი კი სასიამოვნო სანახავი გახლდათ.
დიდი მადლობა დისველის საჯარო სკოლის უფროსკლასელებს, პედაგოგებს: ბატონ ედნარ აბულაძეს გაზაფხულის ფერების უხვად შემოტანისთვის და ქალბატონ მედეა ჯაფარიძეს, ასეთი ორგანიზებული, სპონტანური ღონისძიებისთვის. მსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადო დისველის საჯარო სკოლის დირექტორს, ბატონ იაკობ ჯანსული შაინიძეს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის! გისურვებთ წარმატებებსა და მზის სხივებით გაჯერებულ გაზაფხულის ლამაზ დღეებს!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვინ ვერ იმუშავებს საბავშვო ბაღში - აკრძალვა, რომელიც ყველა სკოლამდელ დაწესებულებაზე ვრცელდება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
️გიმნაზია ულოცავს მოსწავლეებს წარმატებას და წინსვლასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო