მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იანვრის შემდეგ პირველად დღეიდან, ინგლისში მოსწავლეები სკოლებში ბრუნდებიან. მედიის ინფორმაციით, საშუალო სკოლის მოსწავლეებს პირველი ორი კვირის განმავლობაში სკოლებში 3 და სახლში ერთი ნებაყოფლობითი კოვიდ 19-ის ტესტის გავლას სთხოვენ. შემდეგ მათ სახლის პირობებში გასაკეთებელი ტესტის კომპლექტს გადაუგზავნიან და ტესტის აღებას კვირაში ორჯერ მოსთხოვენ.
დღეიდან საკლასო ოთახებს 5-დან-11 წლამდე ასაკის ბავშვები უბრუნდებიან, მომდევნო დღეების განმავლობაში კი ეტაპობრივად მათ 11-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებიც შეუერთდებიან.
საშუალო სკოლის მოსწავლეებს პირველი ორი კვირის განმავლობაში სკოლებში 3 და სახლში ერთი ნებაყოფლობითი კოვიდ 19-ის ტესტის გავლას სთხოვენ. შემდეგ მათ სახლის პირობებში გასაკეთებელი ტესტის კომპლექტს გადაუგზავნიან და ტესტის აღებას კვირაში ორჯერ მოსთხოვენ.
ამასთან, განათლების დეპარტამენტი საშუალო სკოლის მოსწავლეებს პირბადეების ტარებას ურჩევს ყველგან, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მათ შორის საკლასო ოთახებში. რაც შეეხება დაწყებითი კლასების მოსწავლეებს, მათ არც ტესტირების ჩატარებას და არც პირბადეების გამოყენებას სთხოვენ.
აღსანიშნავია, რომ ინგლისში მოსწავლეები საკლასო ოთახებს საშობაო არდადეგების შემდეგ დაუბრუნდნენ, თუმცა ერთი დღის შემდეგ კვლავ ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.