სიახლეები
სიახლეები

8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება
08-03-2021
-
+


დღეს, საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი აღინიშნება. წლებია ეს დღე ქვეყანაში უქმედ არის გამოცხადებული.

8 მარტის ისტორია ათწლეულებს ითვლის. 1857 წლის გაზაფხულზე 8 მარტს ნიუ-იორკში მუშა ქალები გაიფიცნენ აუტანელი სამუშაო პირობებისა და ძალზე მწირი ხელფასის გამო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია.

ორი წლის შემდეგ ქალებმა პირველი პროფესიული კავშირი დააარსეს. მომდევნო წლებში კი მათი საპროტესტო ტალღა უფრო მასშტაბური გახდა. მართალია, შედეგი არ დგებოდა, მაგრამ ისინი დანებებას მაინც არ აპირებდნენ. 1908 წელს 15 000 ქალი გამოვიდა ქუჩაში სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით.

1910 წელს კოპენჰაგენში ჩატარებულ პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე, ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი დაარსდა, ინიციატორი გერმანელი სოციალისტი - კლარა ცეტკინი გახლდათ.

დღესდღეობით თითქმის მთელი მსოფლიო აღნიშნავს ყოველი წლის 8 მარტს, როგორც ქალთა საერთაშორისო დღეს.

საქართველოში 8 მარტი 1965 წლიდან აღინიშნება.

„ეტალონი“ ყველა ქალს გილოცავთ 8 მარტს, გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება