სიახლეები
პიროვნება

„მოსწავლე, რომლის მშობელიც ჩართულია შვილის განათლების პროცესში, უფრო წარმატებით ამთავრებს სკოლას“-თამარ სამსონიძე, ღების საჯარო სკოლის მასწავლებელი
08-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge  პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებლისა და ონის მუნიციპალიტეტის ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებლის - თამარ სამსონიძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა. . . 

- მხოლოდ ერთმანეთის სიყვარული გადაგვარჩენს.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . . 

- ჩემი აზრით, ფიზიკური სასწავლო გარემო არის გაცილებით ეფექტური გზა მოსწავლეებმა მიიღონ ცოდნა და განიმტკიცონ სხვადასხვა უნარები. მასწავლებელი მხოლოდ ერთი ადამიანია მრავალი ადამიანისაგან შემდგარ კლასში.  ბავშვებს,ისევე როგორც მოზარდებს ძალიან ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ ერთმანეთისაგან, ამრიგად, მოსწავლეების მუშაობა ჯგუფებსა და წყვილებში, მათი აკადემიური დამეგობრება ეფექტურ საგაკვეთილო პროცესს უზრუნველყოფს. ბავშვების წახალისებას, რომ ერთმანეთს დაეხმარონ და გაუზიარონ ცოდნა, მოაქვს ახალი პერსპექტივები და უადვილებს მოსწავლეებს დავალების შესრულებას.  მას წვლილი შეაქვს კოოპერაციული და მხარდამჭერი საკლასო კულტურის შექმნაში. ბავშვები უკეთ ახერხებენ ერთმანეთთან თანამშრომლობას, უფრო აქტიურად არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში. სოციალური ფასილიტაციაც აქ ძალზე ინტენსიურია. 

- 2020 წელს დავახასიათებდი. . . 

- „დაიცავი დისტანცია“

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . . 

- მუდმივი სწრაფვა და ზრუნვა თვითგანვითარებაზე, თანამშრომლობითი კულტურა, მოვალეობების გაცნობიერება, სიახლეების მიმღებლობა, ზრუნვა მოსწავლეების ჩართულობასა და მოტივაციის ამაღლებაზე, თანამედროვე მიდგომების დანერგვა სასწავლო პროცესში, პროექტზე დაფუძნებული სწავლების პოპულარიზება და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . . 

- შესაძლებლობების ერაში სწავლისადმი დაბალი მოტივაცია.

- მშობლებს ვურჩევდი. . . 

- პირველ რიგში, მშობლებს ვურჩევდი ჩართულობას. მშობელთა ჩართულობა ზრდის კომუნიკაციის ხარისხს მშობლებსა და მასწავლებლებს შორის, რაც ეხმარება პედაგოგს, სისტემატურად იღებდეს ამომწურავ ინფორმაციას ბავშვის შესახებ. მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე სასწავლო პროცესის მორგება კი მასწავლებელს სასურველ შედეგს მისცემს. მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებისათვის, ასევე მშობლის უნარ-ჩვევების განვითარებისთვისაც. იცვლება მშობლის სოციალური, ემოციური მხარე და პიროვნული თვისებები. მოსწავლე, რომლის მშობელიც ჩართულია შვილის განათლების პროცესში, უფრო წარმატებით ამთავრებს სკოლას და სწავლის გაგრძელების უკეთესი შესაძლებლობები და პირობებიც აქვს; მშობელთა აქტიური ჩართულობა დადებითად აისახება სასკოლო საზოგადოებაზე, მასწავლებლებზე, მშობლებზე და მოსწავლეებზე. მშობელთა ჩართულობა არა მხოლოდ მოსწავლეთა ყოფაქცევასა და დასწრებას აუმჯობესებს, არამედ დადებითად მოქმედებს მოსწავლეთა მიღწევებზეც. მოსწავლის წარმატება სკოლისა და ოჯახის საერთო ინტერესია.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . . 

- მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების სტრატეგიებზე.



იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება