TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელმა „ესქულში“ უნდა ატვირთოს - რა ევალებათ პედაგოგებს და როგორ შეუძლიათ დაშვებული შეცდომის გასწორება
13-03-2021
-
+


მასწავლებლებს კომპეტენეციის დადასტურებას პროფესიული ზრდის სქემა ავალდებულებს, თუმცა მათ ასევე უნდა შეიტანონ გარკვეული ინფორმაცია ელექტრონულ სისტემაში. Etaloni.ge დეტალურ ინსტრუქციას გთავაზობთ იმის შესახებ, თუ რა სახის მონაცემები უნდა განათავსოს მასწვალებელმაესქულშისტატუსის მინიჭების მიზნით და როგორ უნდა გაასწორონ, მონაცემების ატვირთვისას დაშვებული შეცდომა.

მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭების მიზნით, ელექტრონულ სისტემაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის შესახებ უნდა განთავსდეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, მისამართი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით), ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ბ) ინფორმაცია მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის განათლების, აკადემიური ხარისხის შესახებ;

გ) ინფორმაცია  მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სამუშაო გამოცდილების შესახებ.

  1. ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია შესაბამისი მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი.
  2. ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის სრულყოფილად და დროულად განთავსებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.
  3. გამოცდების შედეგები (საგნის გამოცდა და წამყვანი და მენტორი მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდა), რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის, შესაბამისი სკოლის დირექტორისთვის, ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის, ელექტრონულ სისტემაში უნდა აისახოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ. აღნიშნული ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიეწოდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, ხოლო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მოცემულ ინფორმაციას აწვდის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.
  4. გარე დაკვირვების შედეგები უნდა განთავსდეს ელექტრონულ სისტემაში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორისთვის, ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის. გარე დაკვირვების შედეგების ასახვასელექტრონულ სისტემაში ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
  5. მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი ვალდებულია, ელექტრონულ სისტემაში მისთვის განკუთვნილ ელექტრონულ სივრცეში განათავსოს მტკიცებულებები პროფესიული საქმიანობის მიმართულებით.
  6. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია, მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, კონკრეტული მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის განკუთვნილ ელექტრონულ სივრცეში ასახვის მიზნით, გადასცეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. 

ელექტრონული სისტემის წარმოებისას დაშვებული შეცდომის გასწორება

  1. ელექტრონული სისტემის წარმოებისას დაშვებული შეცდომის ან მონაცემებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, მის გასწორებას უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის შემყვანი დაწესებულების წარმოებასა და ინფორმაციის ასახვაზე პასუხისმგებელი პირი.
  2. ელექტრონულ სისტემაში მექანიკური შეცდომის გასწორებას ახორციელებს ამ ინფორმაციის შემყვანი დაწესებულების ელექტრონული სისტემის წარმოებასა და ინფორმაციის ასახვაზე პასუხისმგებელი პირი საკუთარი ინიციატივით, ან დაინტერესებული მხარის მიმართვის საფუძველზე. შეცდომის/უზუსტობის გასწორება ხდება ელექტრონული სისტემის შესაბამისი განყოფილების იმავე გრაფაში, შეცდომის/უზუსტობის გასწორების საფუძვლის და თარიღის მითითებით. 
  3. პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია, ელექტრონული სისტემის წარმოებისას დაშვებული შეცდომა/უზუსტობა გამოასწოროს იმ ვადაში, რა ვადაც ჰქონდა განსაზღვრული შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის განთავსებაზე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება